„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე
სწრაფი და მძლავრი უგზოობის ავტომობილია. თუმცა „ლენდ როვერმა“ შესაძლოა, კიდევ უფრო
ექსტრემალური ვერსიის გამოშვება გადაწყვიტოს.
„ჩვენ რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის რამდენიმე სამუშაო
ვარიანტი გვაქვს დამზადებული, რომლების სალონიც მხოლოდ ორი სავარძელით და დამცავი
კარკასით აღვჭურვეთ. ვფიქრობ, ასეთი ავტომობილები, უფრო სწრაფი და მსუბუქი SVR-ის
ბაზისად გამოდგება, როგორიც შესაძლოა მომავალში გამოვუშვათ“, - ამბობს „რეინჯ
როვერ სპორტ SVR-ის“ მთავარი ინჟინერი ბენ ვერეკია.
ახალი, ექსტრემალური ვერსია, კარბონ-კერამიკული
მუხრუჭებით აღიჭურვება, რასაც ვერეკია უჭერს მხარს. ინჟინრების მთავარი ამოცანა,
ავტომობილის წონის (SVR-ვერსია 2 310 კილოგრამს იწონის) მაქსიმალურად შემცირება
იქნება. ძნელი სავარაუდოა, რომ ავტომობილი მხოლოდ ორი სავარძლით და უსაფრთხოების
კარკასით გამოუშვან. თუმცა გავიხსენოთ, ნათესავმა „იაგუარმა“ თავისი „XE SV პროჯექტ
8-ით“, ასეთი ინტერიერის მქონე მცირესერიული მოდელის წარმოების კარგი კომპრომისი
შექმნა.
ახალი, ექსტრემალური ავტომობილით, „იაგუარ ლენდ
როვერი“ ნურბურგრინგზე უგზოობის მოდელების რეკორდის დაბრუნებას ეცდება. „რეინჯ
როვერ სპორტ SVR-მა“ 2014 წელს „მწვანე ჯოჯოხეთის“ ერთი წრე 8 წუთსა და 14 წამში
გაიარა. მაგრამ ჯერ „პორშე კაიენმა“ მოუხსნა (7 წუთი და 59 წამი), მერე კი რეკორდი
„ალფა რომეო ტელვიო კვადრიფოლიომ“ (7 წუთი და 51.7 წამი) გააუმჯობესა. მალე კი
ამავე რეკორდის დამხობას ალბათ „პორშე კაიენ ტურბო S E-ჰაიბრიდი“ და „ლამბორგინი
ურუსი“ ეცდებიან.
თავად
„იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების ოპერაციების შტო (SVO)
კი მალე ბაზარზე „იაგუარ F-პეისის“
და „რეინჯ როვერ ველარის“ საკუთარ ვერსიებს გამოუშვებს, რომლებსაც ასევე ექნებათ ნურბურგრინგზე
თავის გამოჩენის უნარი.
No comments:
Post a Comment