Tuesday, March 27, 2018

„იაგუარ ლენდ როვერი“ ნიუ იორკის ავტო შოუზე სამ ახალ ავტომობილს წარადგენს

„იაგუარ ლენდ როვერი“ ნიუ იორკის ავტო შოუზე, რომელიც 30 მარტს დაიწყება, სამ ახალ ავტომობილს წარადგენს, რომლებიც მხარს, კომპანიის სრულ სამოდელო გამას დაუმშვენებენ. ამ სამეულში შედის უგზოობის „იაგუარ F-პეის SVR“, სპორტული ელექტრო ქროსოვერი „იაგუარ I-პეისი“ და ორკარიანი „რეინჯ როვერ SV კუპე“.

„იაგუარ F-პეის SVR“ არის „იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ოპერაციების შტოს პროდუქტი. ესაა საბაზო „F-პეისის“ ყველაზე სწრაფი და მძლავრი ვერსია. შეგახსენებთ, რომ „F-პეისი“ არის კონკურს მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ავტომობილის და ბევრი სხვა კონკურსის გამარჯვებული.
რაც შეეხება „I-პეისს“, ამ ხუთადგილიან ელექტრომობილს ბაზარი მოუთმენლად ელოდა. მას აქვს დახვეწილი დიზაინი, არის უსაფრთხო, დინამიური და აქვს სვლის დიდი მარაგი (480 კილომეტრი), რასაც 90-კილოვატსაათიანი ელემენტების ბლოკი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, აელექტრომობილი შემდეგი თაობის ხელოვნური ინტელექტითაც არის ეკიპირებული.
ამ ორის გარდა, ბრიტანული კომპანიის საგამოფენო პავილიონში იდგება უგზოობის კომპაქტური „E-პეისი“ და სტანდარტული „F-პეისი“.
ნათესავი „ლენდ როვერის“ მთავარი პერსონჟი კი ორკარიანი „რეინჯ როვერია“, ანუ „რეინჯ როვერ SV კუპე“, რომელსაც კომპანია წარადგენს, როგორც ყველა დროის უსწრაფეს და ყველაზე მდიდრულ „რეინჯ როვერს“. ამ ავტომობილს ბრიტანეთში, სულ 999 ცალს გამოუშვებენ და ყოველი მათგანი ხელით აიწყობა.

No comments:

Post a Comment