სვლის ასეთ დიდ სიშორეს, ლითიუმ-იონური 432 ელემენტისგან შემდგარი ბლოკი უზრუნველყოფს, რომელიც ავტომობილის ძირზე განლაგდა. 50-კილოვატიანი დასამუხტი მოწყობილობით, ელემენტები 85 წუთში 80 პროცენტით იმუხტება. 50-კილოვატიანი სისტემის გამოყენებით, ელემენტების ამავე ოდენობით შესავსებად 40 წუთიც საკმარისია.
კომპანიის მთავარი აღმასრულებელი იან ჰოგანი
ამბობს, რომ ინჟინრების მიზანს, ახალი ტექნოლოგიით შემუშავებული ელემენტების
სრულიად ახალ პლატფორმასთან იმგვარად შეხამება წარმოადგენდა, რომ შესაძლებელი
ყოფილიყო ოპტიმალური ტექნიკური მახასიათებლების და აეროდინამიკის მიღწევა და
იმავდროულად, ინტერიერის სივრცე გაზრდილიყო. „საბოლოო შედეგად I-პეისი, ნამდვილი
იაგუარი, მძღოლზე ორიენტირებული ელექტრომობილი მივიღეთ“, - ამბობს ჰოგანი. მისივე
თქმით, მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ, საწვავის სადგურები დაივიწყონ, რადგან
ყოველ ღამით, დამუხტვის შემდეგ, მათი ავზები სავსე იქნება.
ელექტრომობილის მოძრაობას ორი ელექტრო ძრავი
უზრუნველყოფს, რომლებიც წინა და უკანა ღერძებზე განლაგდა. მათი ჯამური სიმძლავრე
400 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი 696 ნუტონმეტრს აღწევს. და რა თქმა უნდა, მამოძრავებელი
ძალა ოთხივე ბორბალს მიეწოდება. ამ აღჭურვილობით, „I-პეისს“ ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარის მიღწევა 4.5 წამში შეუძლია.
„I-პეისის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 682, სიგანე 1 895
და სიმაღლე 1 565 მილიმეტრი. ბორბჰლებს შორის ბაზა 2 990 მილიმეტრია.
ელექტრომობილი 2 133 კილოგრამს იწონის. ამასთან, ღერძებს შორის წონა 50-50
პროპორციით არის განაწილებული. ის „F-პეისზე“ 49 მილიმეტრით მოკლე და 87
მილიმეტრით დაბალია და იმავდროულად, ელემენტების ბლოკის წყალობით, მასზე 272
კილოგრამით მძიმეა. რაც მთავარია, სიმძიმის ცენტრი უფრო დაბლა აქვს განლაგებული,
რაც მის მართვას აადვილებს.
როგორც „იაგუარი“ ამბობს, „I-პეისის“ სტილის
შემუშავებისას, დიზაინერებმა სუპერ ავტომობილ „იაგუარ C-X75-ის“ შთაგონებით
ისარგებლეს. კაბინ შედარებით წინ არის წაწეული და საერთო ჯამში, კუპეს სტილშია
შესრულებული. მისი აეროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.29Cd-ა. ავტომობილს
რადიატორის ცხაურში აქვს ჟალუზები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სრულად იღება
და ელემენტების მაქსიმალურ გაგრილებას უზრუნველყოფს. როცა დახურულია, შემხვედრი ჰაერისადმი
წინაღობა მცირდება.
სალონი უფრო დიდი ზომის SUV-ების შესაფერისად ფართოა,
რასაც პირველ რიგში ის ფაქტი განაპირობებს, რომ სალონს ადგილს არ ართმევს სატრანსმისიო
გვირაბი. გარდა ამისა, დიდი სივრცეა დატოვებული უკანა სავარძლების მზგავრებისთვის.
მათი ფეხებისთვის თავისუფალი ადგილის სიგრძე 890 მილიმეტრია. საბარგულის მოცულობა 650
ლიტრია და უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში, 1 453
ლიტრამდე იზრდება.
ავტომობილს ხელოვნური ინტელექტის უნარიც აქვს. თუ
ჯიბეში გასაღების საკიდი, ან სმარტფონი გიდევთ, ავტომობილი მიახლოებისთანვე გიცნობთ
და სალონს მოგიმზადებთ - კლიმატ კონტროლს და ინფოტაინმენტ სისტემას მომართავს და სავარძელსაც
პოზიციას შეურჩევს. ხელოვნური ინტელექტის სისტემა სწავლობს მფლობელის მართვის
სტილს, სურვილებს და იმ ხშირ ქმედებებს, რომლებიც საჭესთან ყოფნისას აქვს და მათ
შესაფერისად მომართავს ელექტრონიკას. გარდა ამისა, მართვის სისტემებს ამინდს, მარშრუტს,
გზის მდგომარეობას და დღის პერიოდს შეუსაბამებს.
ელექტრომობილი უახლეს ინფოტაინმენტ სისტემა „ტაჩ
პრო დუოთია“ ეკიპირებული, რომელშიც სენსორული ეკრანი და ახალი სანავიგაციო
სისტემაც შედის. ახალი ნავიგაცია იმახსოვრებს არამხოლოდ წინა გადაადგილებების მარშრუტებს,
არამედ აანალიზებს მფლობელის მართვის სტილს. ამის საფუძველზე, ის თავად
განსაზღვრავს ენერგიის იმ პორციას, რომელიც განსაზღვრულ მრშრუტზე ესაჭიროება.
„იაგუარს“
ელექტრომობილ „I-პეისზე“ შეკვეთების მიღება ბრიტანეთში უკვე დაწყებული აქვს. იქ
საბაზო ფასი 63 495 სტერლინგია.
No comments:
Post a Comment