Friday, May 31, 2019

„იაგუარის“ ახალი ელექტრომობილები „I-პეისის“ რეცეპტით დამზადდება

„იაგუარის“ დიზაინის შეფი იან ქელუმი ამბობს, რომ კომპანიის შესვლა ელექტრომობილების სეგმენტში, მისთვის საუკეთესო გამოწვევა იყო იმისათვის, რომ შეემუშავებინა ისეთი სტილი, რომელიც სეგმენტის სხვა ავტომობილებისგან გამორჩეული იქნებოდა. მისი თქმით, ეს განსაკუთრებული ამოცანა იყო იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრომობილები სულ უფრო ერთმანეთს.

Sunday, May 26, 2019

„ლენდ როვერმა“ მოდელი „დისქავერი სპორტი“ განაახლა

„ლენდ როვერმა“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი, „დისქავერი სპორტი“ განაახლა, რომელიც ამიერიდან, უფრო დახვეწილი გარეგნობით, ახალი ტექნოლოგიებით და გარემოსადმი უფრო მეგობრული აგრეგატებით გამოირჩევა.

Saturday, May 25, 2019

„იაგუარ I-პეისმა“ ძრავების სამი „ოსკარი“ მოიგო

ძრავების და ძალური დანადგარების საერთაშორისო კონკურსზე, „იაგუარ I-პეისმა“ სამი ჯილდო დაიმსახურა. „იაგუარის“ პირველ ელექტრომობილს საუკეთესო ელექტრული ძალური დანადგარის, საუკეთესო ახალი ძრავის და 350-450 ცხენის ძალის მქონე ძრავებში საუკეთესოს წოდებები მიენიჭა.

Sunday, May 19, 2019

„რეინჯ როვერი“ ჰიბრიდული აგრეგატით

„ლენდ როვერმა“ თავისი ფლაგმანის, „რეინჯ როვერის“ აღჭურვილობას, მსუბუქად ჰიბრიდული აგრეგატი დაუმატა, რომლითაც უგზოობის მდიდრული ავტომობილი კიდევ უფრო ეფექტური გახდა. ჰიბრიდული სისტემის მთავარი ნაწილი, სერია ინჯენიუმის 3.0-ლიტრიანი ერთრიგა ძრავია, რომელსაც ელექტრული კომპრესორიც დაემატა.

Thursday, May 16, 2019

„რეინჯ როვერი“ ასტრონავტებისთვის

„ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების ოპერაციების შტო SVO-მ, „რეინჯ როვერის“ ვერსია „ასტრონავტ ედიშენ“ შეიმუშავა, რომელსაც მხოლოდ იმ პირებს შესთავაზებენ, რომლებიც კოსმოსური ტურიზმის პიონერი კომპანიის, „ვირჯინ გალაქტიკის“ კლიენტები გახდებიან.

Wednesday, May 15, 2019

პრინც ჰარის ახალი „ლენდ როვერ დიფენდერი“ გააცნეს

რაც დრო გადის, სულ უფრო ახლოვდება ახალი „ლენდ როვერ დიფენდერის“ პრემიერა. ავტომობილი ტესტების ბოლო სერიას გადის და იმავდროულად, პრაქტიკულად მზადაა წარმოებისთვის. ბრიტანულმა კომპანიამ მისი ფოტოებიც კი გაავრცელა, ოღონდ მათზე ავტომობილი კამუფლირებულ ფორმაშია გამოწყობილი.

Sunday, May 12, 2019

მიიღე შემოსავალი „იაგუარ ლენდ როვერთან“ ერთად

„იაგუარ ლენდ როვერი“ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც მისი ავტომობილების მომხმარებლებს, მართვისას ციფრული ვალუტების გამომუშავების საშუალებას მისცემს.

Saturday, May 11, 2019

ახალი „ლენდ როვერ დიფენდერი“ ტესტებს კენიაში დაასრულებს


დასკვნით ფაზაში შევიდა ახალი „ლენდ როვერ დიფენდერის“ სატესტო პროგრამა. სატესტო პროტოტიპების ფლოტს უკვე გავლილი აქვს 1.2 მილიონი კილომეტრი და ახლა კენიაში გაემგზავრა, სადაც სპეციალურ კამუფლაჟში გამოწყობილი, 45 000-ზე მეტ სატესტო გასვლას, მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს ლანდშაფტზე შეასრულებს.

Tuesday, May 7, 2019

„ლენდ როვერი“ ახალ „დიფენდერს“ სლოვაკეთში გამოუშვებს

„იაგუარ ლენდ როვერმა“ გადაწყვიტა, რომ ახალი „დიფენდერი“ ქალაქ ნიტრას (სლოვაკეთი) უახლეს ქარხანაში გამოუშვას. ეს ქარხანა შარშან, ოქტომბერში ამუშავდა და „ლენდ როვერ დისქავერის“ აწარმოებს. თუმცა სრული სიმძლავრით ამოქმედების კვალობაზე, ბრიტანული კომპანია იქ სხვა მოდელების წარმოებასაც დაიწყებს.