Sunday, May 12, 2019

მიიღე შემოსავალი „იაგუარ ლენდ როვერთან“ ერთად

„იაგუარ ლენდ როვერი“ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც მისი ავტომობილების მომხმარებლებს, მართვისას ციფრული ვალუტების გამომუშავების საშუალებას მისცემს.

ტექნოლოგია სახელა „სმარტ ვალეტ“, მძღოლებს სპეციფიკურ სიტუაციებში კრედიტების დაგროვების საშუალებას მისცემს. მაგალითად, ეს მოხდება, როცა ავტომობილი გზაზე საცობში აღმოჩნდება, ან გზაზე დაზიანებულ მონაკვეთს აღმოაჩენს და ამ ინფორმაციებს, საგზაო სამსახურს, ან მონაცემთა საერთო ბაზას გაუზიარებს.
დაგროვილ კრედტებს მძღოლები სხვადასხვა მიზნით გამოიყენებენ. მაგალითად, ყავის საფასურს გადაიხდიან, ან სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის, გადასახადებს დაფარავენ, გადაიხდიან პარკირების, ფასიან გზებზე მოძრაობის და ელექტრომობილის დამუხტვის საფასურს და სხვა.
სისტემა „სმარტ ვალეტის“ შემუშავების და გამოყენების მეთოდების დასანერგად, „იაგუარ ლენდ როვერს“ პარტნიორობას ფონდი IOTA უწევს, რომელსაც ციფრული ვალუტების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. სხვა მსგავსი სისტემებისგან განსხვავებით, IOTA-ს სტრუქტურა ოპერირებისას არ საჭიროებს სატრანზაქციო გადასახადებს. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, მისი ტრანზაქციების სისწრაფეც გაიზრდება. IOTA ვარაუდობს, რომ 2025 წლისთვის მის ქსელში 75 მილიარდი მოწყობილობა იქნება ჩართული.
კავშირის მოწინავე ტექნოლოგიის ტესტირება ქალაქ შენონის (ირლანდია) ცენტრში მიმდინარეობს. სისტემებით, რომლებსაც „სმარტ ვალეტ“ ფუნქცია გააჩნია, რამდენიმე ავტომობილია ეკიპირებული, მათ შორის, „იაგუარ F-პეისი“ და „რეინჯ როვერ ველარი“.
ახალი ტექნოლოგიების კვლევა შედის „იაგუარ ლენდ როვერის“ სტრატეგიაში „დესტინეიშნ ზერო“, რომლის მიზანიც ნულოვანი გამონაბოლქვი, ნულოვანი ინციდენტები, ნულოვანი საცობებია. ამ სტრატეგიის ფარგლებში, ავტომობილი მომავლის ეგრეთ წოდებული საზრიანი ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი იქნება. მისი მეშვეობით მოხერხდება საცობების შემცირება/აღმოფხვრა, გზის სავალი ნაწილის გაუმჯობესება, ჰაერის დაბინძურების შემცირება და სხვა.

No comments:

Post a Comment