Tuesday, May 7, 2019

„ლენდ როვერი“ ახალ „დიფენდერს“ სლოვაკეთში გამოუშვებს

„იაგუარ ლენდ როვერმა“ გადაწყვიტა, რომ ახალი „დიფენდერი“ ქალაქ ნიტრას (სლოვაკეთი) უახლეს ქარხანაში გამოუშვას. ეს ქარხანა შარშან, ოქტომბერში ამუშავდა და „ლენდ როვერ დისქავერის“ აწარმოებს. თუმცა სრული სიმძლავრით ამოქმედების კვალობაზე, ბრიტანული კომპანია იქ სხვა მოდელების წარმოებასაც დაიწყებს.

2020 წლამდე ნიტრას ქარხნის წლიური წარმადობა 100 000 ავტომობილს მიაღწევს, მოგვიანებით კი მისი შესაძლებლობები 150 000 ავტომობილამდე გაიზრდება. ჯერჯერობით ცნობილი არაა, „დისქავერის“ და „დიფენდერის“ გარდა, ბრიტანული კომპანია იქ რომელი მოდელების წარმოებას აპირებს.
„ლენდ როვერის“ განცხადებით, „დიფენდერის“ სლოვაკეთში წარმოებს იმის გამო გადაწყვიტა, რომ ბრიტანულ საწარმოებში, სხვა მოდელების საწარმოებლად, სიმძლავრეები გამოათავისუფლოს. ახლახანს კომპანიამ გამოაცხადა, რომ ახალი „დიფენდერის“ პრემიერას წლის მეორე ნახევარში ჩაატარებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს სექტემბერში მოხდება.
„იაგუარ ლენდ როვერის“ განცხადებით, ახალი თაობის „დიფენდერის“ წარმოების დაწყების პარალელურად, საფუძვლიანი მოდერნიზაცია ჩაუტარდება სოლიჰალის (ბრიტანეთი) ქარხანას, რომელიც ფლაგმანი „რეინჯ როვერის“ და „ლენდ როვერის“ სხვა მოდელებს გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment