Saturday, May 11, 2019

ახალი „ლენდ როვერ დიფენდერი“ ტესტებს კენიაში დაასრულებს


დასკვნით ფაზაში შევიდა ახალი „ლენდ როვერ დიფენდერის“ სატესტო პროგრამა. სატესტო პროტოტიპების ფლოტს უკვე გავლილი აქვს 1.2 მილიონი კილომეტრი და ახლა კენიაში გაემგზავრა, სადაც სპეციალურ კამუფლაჟში გამოწყობილი, 45 000-ზე მეტ სატესტო გასვლას, მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს ლანდშაფტზე შეასრულებს.

ტესტებთან ერთად, ბრიტანული კომპანია თავის ძველ პარტნიორს, არაკომერციულ ორგანიზაცია „ტასკ ტრასტს“ დაეხმარება. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც აფრიკული გარემოს დამცველი ორგანიზაცია და ის „ლენდ როვერთან“ უკვე 15 წელია, თანამშრომლობს. ერთობლივი სამუშაო ბორანას დაცულ ტერიტორიაზე შესრულდება, რომელიც 14 000 ჰექტარზეა გაშლილი.
ბორანას დაცულ ტერიტორიაზე მუშაობისას, „დიფენდერებს“ ორგანიზაციის პერსონალის გადაყვანის, მომარაგების და მათთვის საჭირო ეკიპირების მისაბმელით ტარება მოუწევს. აქამდე ავტომობილს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ჩაუტარდა ტესტები, იქნებოდა ეს ნიურბურგრინგის სარბოლო ტრასა, ამერიკული არქტიკის დათოვლილი და ყინულიანი გზები, სადაც ტემპერატურა -40 გრადუსამდე ეცემოდა, თუ დუბაი და მის გარშემო არსებული ქვიშიანი უდაბნო, სადაც სიცხე +50 გრადუსსზე მაღლა ადიოდა. ურთულესი გამოცდები კოლორადოს მთებში, ზღვის დონიდან 3 000 მეტრის სიმაღლეზე ჩატარდა.
ტესტების ძირითადი ეტაპის ეტაპის დასრულება „ლენდ როვერის“ მსოფლიო დღეა, 30 აპრილს დაემთხვა. ეს ის დღეა, როცა 71 წლის წინათ, კომპანიამ თავისი პირველი ავტომობილი, ამსტერდამის ავტო შოუზე წარადგინა.
ახალი „დიფენდერი“ კომპანიის გეიდონის ცენტრმა შეიმუშავა, წარმოება კი ქალაქ ნიტრას (სლოვაკეთი) ქარხანაში მალე დაიწყება.

No comments:

Post a Comment