Tuesday, April 30, 2019

„ლენდ როვერ დისქავერის“ საიუბილეო ვერსია

„ლენდ როვერმა“ თავის პოპულარულ მოდელ „დისქავერის“ წარმოების დაწყებიდან 30 წლის იუბილეს, ამ ავტომობილის სპეციალური ვერსია „დისქავერი ლენდმარკ ედიშენ“ მიუძღვნა.

Thursday, April 25, 2019

„რეინჯ როვერ ევოუკი“ გამონაბოლქვის 2020 წლის სტანდარტებს აკმაყოფილებს


„რეინჯ როვერ ევოუკი“ პრემიუმ კომპაქტ კლასის უგზოობის პირველი მოდელია, რომელიც გამონაბოლქვზე გამკაცრებულ სტანდარტებს შეესაბამება. იმ სტანდარტებს, რომლებიც 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

Tuesday, April 23, 2019

ახალ „ლენდ როვერ დიფენდერს“ პირველად სექტემბერში ვნახავთ

ახალი „ლენდ როვერ დიფენდერის“ წარმოებისთვის მომზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება, მისი მსოფლიო პრემიერა კი სექტემბერში გაიმართება. ამის შესახებ, გამოცემა „ქარედვაისს“ კომპანიის კომუნიკაციების შეფმა, ტიმ კრიგერმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალი „დიფენდერის“ გაყიდვები მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება.

Monday, April 22, 2019

„იაგუარი“ ახალ ელექტრომობილებს გამოუშვებს

ნიუ იორკის ავტო შოუზე, „იაგუარმა“ დაადასტურა, რომ სრულიად ახალი ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს. როგორც კომპანიის დიზაინის შეფმა იან ქელამმა განაცხადა, ყველა ელექტრომობილი სუფთა ფურცლიდან შეიქმნება და მათ არ ექნება შიდაწვისძრავიანი ვერსიები.

Wednesday, April 17, 2019

„იაგუარ I-პეისი“ მსოფლიოს წლის ავტომობილად დასახელდა

ნიუ იორკის ავტო შოუს გახსნის დღეს, კონკურსმა „მსოფლიოს წლის ავტომობილი“, წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება, „იაგუარის“ ელექტრომობილ „I-პეისს“ მიანიჭა. უფრო მეტიც, ამავე ავტომობილმა კიდევ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა, რაც კონკურსის 15-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა.

„რეინჯ როვერ ევოუკმა“ ევრო NCAP-ისგან ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა

ევროპის ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამამ, მეორე თაობის „რეინჯ როვერ ევოუკის“ უსაფრთხოება უმაღლესი, ხუთი ვარსკვლავით შეაფასა. უგზოობის ლუქს კლასის კომპაქტურმა მოდელმა განსაკუთრებით მაღალი, 94-პროცენტიანი შეფასება ზრდასრულ მგზავრთა უსაფრთხოებაში დაიმსახურა, რაც „იაგუარის“ და „ლენდ როვერის“ ავტომობილებისთვის საუკეთესო მიღწევაა.

Thursday, April 11, 2019

„იაგუარ ლენდ როვერმა“ შარშანდელი გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა

„იაგუარ ლენდ როვერმა“ 2018/19 ფისკალური წლის გაყიდვების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე 578 915 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით ნაკლებია.

Wednesday, April 10, 2019

„იაგუარ ლენდ როვერი“ ალუმინის გადამუშავების სტრატეგიის ახალ ფაზას იწყებს


„იაგუარ ლენდ როვერი“ ალუმინის ჩაკეტილ წრეში რეცირკულაციის სტრატეგიის ახალ ფაზას იწყებს, რომლის მიზანიც, ძველი ავტომობილის ახლად ტრანსფორმაციის პროცესის დანერგვაა.

Sunday, April 7, 2019

„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილები მომავალში დაავადებისგან დაგიცავთ

„იაგუარ ლენდ როვერი“ გვარწმუნებს, რომ მომავლის ავტომობილს, სუპერ ვირუსებთან ბრძოლის უნარიც ექნება. ამისათვის, ავტომობილები ინოვაციური, ულტრაიისფერი შუქის ტექნოლოგიით (UV-C) აღიჭურვება, როგორსაც ათწლეულებია, ფართოდ იყენებს მედიცინა.