„ლენდ
როვერმა“ თავის პოპულარულ მოდელ „დისქავერის“ წარმოების დაწყებიდან 30 წლის
იუბილეს, ამ ავტომობილის სპეციალური ვერსია „დისქავერი ლენდმარკ ედიშენ“ მიუძღვნა.
ახალი
ავტომობილი „დისქავერი SE-ს“ ბაზაზე შეიქმნა,
თუმცა მის სტანდარტულ ეკიპირებაში ასევე შევიდა ექსტერიერის პაკეტი „დაინემიკ“,
რომელშიც ახალი ბამპერი, რადიატორის შავი ფერის (ნარვიკ ბლექ) ცხაური და შეკვეთით
სავენტილაციო ჭრილები შევა. გარდა ამისა, ავტომობილის სახურავის წინა და უკანა
ნაწილი პანორამულია. განათების სისტემას ნისლის ფარები დაემატა. ეკიპირებაში ასევე
შევიდა დაბურული შუშები, 20-დუიმიანი შავი ბორბლები და სპეც ვერსიის აღმნიშვნელი
ემბლემები.
სალონის
გასაფორმებლად გამოყენებულია ალუმინის დეტალები. მყიდველს შეუძლია აარჩიოს ტყავის
ორ მარკას შორის ერთი - ებონი ან აკორნი. ცენტრალური კონსოლი ატლასითაა გაწყობილი.
380-ვატიანი ხმოვანი სისტემა კომპანია „მერიდიანისაა“.
„ლენდ როვერი“ საიუბილეო „დისქავერისთვის“ დიზელის ორ
ძრავს - SD4-ს და SD6-ს გამოიყენებს, რომლებიც შესაბამისად, 240 და 306 ცხენის ძალას
გამოიმუშავებს. ეკიპირებაში შევიდა სისტემები, რომლების მეშვეობითაც, ავტომობილი
ცუდ გზებზე შეუდარებელ თვისებებს გამოავლენს. ესაა „ოლ ტერეინ პროგრეს კონტროლი“,
რომელიც რთულ პირობებში, საჭირო სიჩქარის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ეს სისტემა
„ტერეინ რისპონს 2-თან“ ერთად მუშაობს, რომელიც რამდენიმე რეჟიმში მუშაობს. გარდა
ამისა, „დისქავერი ლენდმარკ ედიშენს“ 900 მილიმეტრი სიღრმის ორმოზე გავლა და
ბუქსირით 3 500 კილოგრამი წონის მისაბმელის ტარება შეუძლია.
No comments:
Post a Comment