„იაგუარ
ლენდ როვერი“ ალუმინის ჩაკეტილ წრეში რეცირკულაციის სტრატეგიის ახალ ფაზას იწყებს,
რომლის მიზანიც, ძველი ავტომობილის ახლად ტრანსფორმაციის პროცესის დანერგვაა.
პროექტის
სახელია „რეალიტი“ და ის კომპანიის არსებული მოდელებისგან ალუმინის
გამოცალკევებას, გადამუშავებას და უმაღლესი ხარისხის ალუმინად გადადნობას და ახალი
ავტომობილების წარმოებაში მის გამოყენებას ითვალისწინებს.
პროექტი
ამჟამად დამუშავების და ტესტირების ეტაპზეა, რა დროსაც იყენებენ „I-პეისის“
წინასერიულ პროტოტიპებს, რომლებსაც რესურსი ამოწურული აქვთ. მათგან აცალკევებენ
ელემენტების ბლოკს, რომლებსაც გადამუშავების ცალკე პროცესი უტარდება - ელემენტების
გადამუშავების პროცესიც ტესტირების ეტაპზეა. დაშლილი ავტომობილის ნაწილები, ჯართის
სახით ხარისხდება. განცალკევების შემდეგ, ალუმინის ჯართი გადაიდნობა და წინასწარ ნამზადებად
ჩამოისხმება.
სრული
მასშტაბით ამოქმედების შემდეგ, პროექტ „რეალიტის“ მეშვეობით, კომპანია შეამცირებს
წარმოებისას CO2-ის გამოყოფას, შემცირდება ავტომობილის წარმოებისას ალუმინის მადანზე
მოთხოვნილება. ცნობისათვის, „იაგუარ ლენდ როვერს“, ავტომობილების გლობალური
წარმოების პროცესში, CO2-ის გამოყოფა ყოველ ავტომობილზე 46 პროცენტით აქვს
შემცირებული.
„იაგუარ
ლენდ როვერი“ ალუმინის გადამუშავებას და მეორად გამოყენებას 2013000 წლიდან
აწარმოებს. 2013 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრამდე, კომპანიამ დაახლოებით 300
000 ტონა ალუმინის ჯართი გადაამუშავა და ავტომობილების წარმოებისთვის გამოიყენა.
„იაგუარ
XE“ 2014 წელს გახდა პირველი ავტომობილი, რომლის ძარის პანელების წარმოებისთვისაც,
ალუმინის გამოიყენა. ამასთან, ამ ალუმინის დაახლოებით 75 პროცენტი, ჯართის გადამუშავებით
არის გამოდნობილი.
მსოფლიოს
მასშტაბით, წლიურად დაახლოებით 80 მილიონი ტონა ალუმინი იწარმოება. შედარებისთვის,
„იაგუარ ლენდ როვერი“ თავისი ავტომობილებისთვის წელიწადში 180 000 ტონა ალუმინს
იყენებს. საინტერესოა ისიც, რომ ეს მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე რეცირკულირებადი
ლითონია.
No comments:
Post a Comment