Sunday, April 7, 2019

„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილები მომავალში დაავადებისგან დაგიცავთ

„იაგუარ ლენდ როვერი“ გვარწმუნებს, რომ მომავლის ავტომობილს, სუპერ ვირუსებთან ბრძოლის უნარიც ექნება. ამისათვის, ავტომობილები ინოვაციური, ულტრაიისფერი შუქის ტექნოლოგიით (UV-C) აღიჭურვება, როგორსაც ათწლეულებია, ფართოდ იყენებს მედიცინა.

„იაგუარ ლენდ როვერში“ თვლიან, რომ UV-C სისტემა, სალონში ბაქტერიების და სახიფათო ვირუსების გადარჩენას აღკვეთავს. ცნობისათვის, ამჟამად UV-C-ს ფართოდ იყენებენ წყლის დეზინფექციისთვის, ჰაერის გაფილტვრისა და ზედაპირების სტერილიზაციისთვის. ყველა ამ დანიშნულებით, იყენებენ შუქის ტალღებს, რომელთა სიგრძეც 200-280 ნანომეტრის ფარგლებშია.
UV-C-ს ჰაერის კონდიცირების სისტემაში ჩამონტაჟების შემთხვევაში, ულტრაიისფერი სხივები, პათოგენების დნმ-ის მოლეკულურ სტრუქტურას ანადგურებს, რასაც შედეგად, ამ პათოგენების განეიტრალება მოჰყვება. ამგვარად, ჰაერში სუფთა ჰაერი შედის. ამ ტექნოლოგიას ისეთი სუპერ ბაქტერიების განადგურებაც კი შეუძლია, რომლებიც წამლებისადმი მედეგია.
UV-C ტექნოლოგიის კვლევა არის ნაწილი „იაგუარ ლენდ როვერის“ ხედვისა, რომელიც მისი ყოველი ავტომობილის სალონში მშვიდი, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას ითვალისწინებს. კომპანია ისეთი საშუალებების ფართო სპექტრს იკვლევს, რომელთა დანიშნულებაც, მძღოლის და მგზავრების კომფორტის და უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
საინტერესოა, რომ „იაგუარ ლენდ როვერი“ უკვე იყენებს ტექნოლოგიებს, რომლებიც გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სისტემებში, ვირუსებს და ბაქტერიებს ანადგურებს. ასეთი სისტემებით აღჭურვილია „იაგუარის“ ელექტრომობილი „I-პეისი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“. ოთხზონიან კლიმატ კონტროლის და სალონის ჰაერის იონიზაციის სისტემის მუშაობისას, იქმნება ტრილიონობით უარყოფითად დამუხტული ნანო-ზომის ნაწილაკი (იონი), რომლებიც პათოგენური ბაქტერიების დეაქტივაციას იწვევს და მათ ბაზაზე უფრო დიდი ზომის ნაწილაკებს ქმნიან, რომლებსაც შემდგომში ფილტრები იჭერს.

No comments:

Post a Comment