„რეინჯ
როვერ ევოუკი“ პრემიუმ კომპაქტ კლასის უგზოობის პირველი მოდელია, რომელიც გამონაბოლქვზე
გამკაცრებულ სტანდარტებს შეესაბამება. იმ სტანდარტებს, რომლებიც 2020 წლის 1 იანვრიდან
ამოქმედდება.
შესაბამისი
ტესტები „ევოუკის“ ვერსია D150-ს, რეალურ პირობებში ჩაუტარდა, რომელიც მექანიკური
კოლოფით და წინა ამძრავიანი სისტემით არის აღჭურვილი. მის კაპოტქვეშ კი დიზელის
ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი აგრეგატი დგას, რომელიც 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ახალი
სტანდარტების შესაბამისად, სერტიფიკაციის გასავლლად, ასეთი ავტომობილი ყოველი
კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 80 მილიგრამ
NOx-ს
(აზოტის ოქსიდებს) უნდა გამოჰყოფდეს. „რეინჯ როვერ ევოუკმა“ ეს მოთხოვნა, ახალი სტანდარტების
ამოქმედებამდე ერთი წლით ადრე შეასრულა.
„ახალ
რეინჯ როვერ ევოუკი აღჭურვილია ძრავით, რომელშიც ხახუნი მინიმუმამდე არის
შემცირებული და რომლის გამონაბოლქვშიც NOx-ის შემცველობა, 2010 წლის შემდეგ, 90 პროცენტით
არის შემცირებული. ეს ყველაფერი, იაგუარ ლენდ როვერის უზარმაზარ პროგრესზე
მიუთითებს“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ პროდუქციის ინჟინერიის აღმასრულებელი
დირექტორი ნიკ როჯერსი.
დაბალხახუნიანი
ძრავის, ასევე სისტემა AdBlue (რომელშიც წყლის და შარდოვანას ნარევს იყენებენ) და
ნაწილაკოვან ფილტრების გამოყენებით, ჭვარტლის 99 პროცენტს იჭერს, რისი წყალობითაც,
„ევოუკD150-ის“ გამონაბოლქვი, ამავე კლასის ბენზინისძრავიანისას უტოლდება.
იმავდროულად, საწვავის ხარჯიც და გამონაბოლქვში CO2-ის (ნახშირორჟანგის)
შემცველობაც ნაკლები აქვს.
გარდა ამისა, ახალი „ევოუკი“ ეკიპირებულია რადიატორის
ცხაურის აქტიური ჟალუზებით, რომლებიც დახურულია დაქოქვისას და მაშინ, როცა ძრავს
ინტენსიური გაგრილება არ ესაჭიროება, მაგალითად, მაგისტრალზე მოძრაობისას, რაც მის
აეროდინამიკურ ეფექტურობას 14 პროცენტით აუმჯობესებს.
No comments:
Post a Comment