ნიუ
იორკის ავტო შოუზე, „იაგუარმა“ დაადასტურა, რომ სრულიად ახალი ელექტრომობილების
გამოშვებას გეგმავს. როგორც კომპანიის დიზაინის შეფმა იან ქელამმა განაცხადა, ყველა
ელექტრომობილი სუფთა ფურცლიდან შეიქმნება და მათ არ ექნება შიდაწვისძრავიანი ვერსიები.
„დიახ,
ჩვენ უფრო მეტ ელექტრულ მოდელს გამოვუშვებთ. ამის დადასტურება შემიძლია. როცა
ელექტრომობილს აკეთებ, ის სრულიად ახალია. ეს არ ნიშნავს, რომ ავტომობილში უბრალოდ,
ელემენტების ბლოკი და ელექტრო ძრავი ჩადგა. ამის გაკეთება არ შეიძლება. ის სრულიად
განსხვავებული უნდა იყოს“, - ამბობს ქელამი.
ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, რა ტიპის ძარა ექნება ახალ ელექტრულ
მოდელებს და არც მათი სავარაუდო ტექნიკური მახასიათებლები დაუკონკრეტებია. ადრე
გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო თაობის XJ ელექტრომობილი იქნება. უფრო მეტიც,
ის „იაგუარ ლენდ როვერის“ მოდულურ გრძივ არქიტექტურაზე აიგება, რომელზეც ასევე
შიდაწვის ძრავის და ჰიბრიდული აგრეგატის გამოყენებაც არის შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment