ახალი
„ლენდ როვერ დიფენდერის“ წარმოებისთვის მომზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება,
მისი მსოფლიო პრემიერა კი სექტემბერში გაიმართება. ამის შესახებ, გამოცემა „ქარედვაისს“
კომპანიის კომუნიკაციების შეფმა, ტიმ კრიგერმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალი „დიფენდერის“
გაყიდვები მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება.
„ახალი
დიფენდერის პრემიერა სექტემბერში გაიმართება, მის მიწოდებას კი მომავალი წლის
დასაწყისში შევუდგებით. რაღაცას ფრანკფურტში ვგეგმავთ, ოღონდ, იქნება ეს მოტორ შოუზე,
თუ ცალკე ღონისძიებაზე, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს“, - სენ ტროპეში (საფრანგეთი) გამართულ
მედია ღონისძიებაზე განაცხადა კრიგერმა.
მისივე
თქმით, ახალ ავტომობილს ერთ-ერთი პირველი ავსტრალია მიიღებს. ამ ქვეყანაში „დიფენდერს“
განსაკუთრებით აფასებენ და იქ ძველი მოდელი ახლაც იყიდება. შედარებისთვის, ბაზრების
უმეტესობაზე, ძველი მოდელის გაყიდვა რამდენიმე წლის წინათ დასრულდა.
ამჟამად ახალი „დიფენდერის“ ტესტირება მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში, უმძიმეს პირობებში გრძელდება. „ლენდ როვერმა“ შარშან
კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი სატესტო ავტომობილების ფოტოები გაავრცელა. მის
შესახებ ინფორმაციას კი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს.
No comments:
Post a Comment