ნიუ
იორკის ავტო შოუს გახსნის დღეს, კონკურსმა „მსოფლიოს წლის ავტომობილი“, წლის
საუკეთესო ავტომობილის წოდება, „იაგუარის“ ელექტრომობილ „I-პეისს“ მიანიჭა. უფრო
მეტიც, ამავე ავტომობილმა კიდევ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა, რაც კონკურსის 15-წლიან
ისტორიაში პირველად მოხდა.
კონკურსის
ჟიურიში 24 ქვეყნის ავტომობილების სფეროს 86 ჟურნალისტი შედიოდა, რომლებმაც კონკურსში
მონაწილე ყველა ავტომობილი ტესტების შემდეგ შეაფასეს. მთავარი კატეგორიის გარდა,
მათ „I-პეისს“ საუკეთესოს წოდება ასევე საუკეთესო დიზაინის და საუკეთესო მწვანე
ავტომობილის კატეგორიებში მიანიჭეს.
შეგახსენებთ,
რომ თვენახევრით ადრე, „იაგუარის“ ელექტრომობილს ევროპის წლის ავტომობილის წოდებაც
მიენიჭა.
„ჩვენთვის
დიდი პატივია, რომ „იაგუარ I-პეისმა“ ეს სამი ჯილდო დაიმსახურა. ჩვენ დავიწყეთ იდეალით,
რომელსაც „ნულოვანი ხედვა“ ვუწოდეთ. მასში გავაერთიანეთ ნული გამონაბოლქვი, ნული ინციდენტი
და ნული საცობი. I-პეისი ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ჩვენ მუშაობა სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ და შევქმენით ახალი ეტალონი - მსოფლიოში
საუკეთესო პრემიუმ ელექტრომობილი და იმავდროულად, ჭეშმარიტი „იაგუარი“, ავტომობილი
ნამდვილი მძღოლებისთვის. მსოფლიოს 2019 წლის ავტომობილის, მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის
და წლის მწვანე ავტომობილის ჯილდოები ჩვენი პირველი ელექტრომობილისთვის არის
აღიარება, რომელიც მან დაიმსახურა. მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელმაც „I-პეისის“
სახით, ასეთი განსაკუთრებული ავტომობილი შეიმუშავა“, - დაჯილდოების ცერემონიაზე
განაცხადა „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარმა აღმასრულებელმა, პროფესორმაზა რალფ
სპეტმა.
„I-პეისი“
ის ავტომობილია, რომელმაც „იაგუარს“ ბევრი ახალი მომხმარებელი შესძინა. კომპანიის
პირველი ელექტრომობილი უკვე 60 ქვეყანაში იყიდება და ის 11 000-ზე მეტმა მომხმარებელმა
შეიძინა. გარდა იმისა, რომ არის ელექტრომობილი, ის მყიდველს თავისი სპორტული
ხასიათით და უგზოობის მოდელისთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობითაც იზიდავს.
„I-პეისი“
აღჭურვილია 90-კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკით, რომელიც ავტომობილის ერთი
სრული დამუხტვით, 470 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს. 100-კილოვატიანი
სვეტით, ელემენტები 40 წუთში 80 პროცენტით ივსება, კედლის 7-კილოვატიანი სვეტით კი
სრულ დამუხტვას 10 საათი სჭირდება.
„I-პეისი“ ბაზარზე ერთი წლის გამოსულია და ამ მოკლე
დროში, მან უკვე 62 ჯილდო მიიღო. უკვე დასახელებული კონკურსების გარდა, მას ასევე მოგებული
აქვს: გერმანიის, ნორვეგიის და ბრიტანეთის წლის ავტომობილის წოდება, ჟურნალ „BBC
ტოპგირის“ წლის ელექტრომობილის, ჩინეთის წლის მწვანე ავტომობილის და სხვა ჯილდოები.
No comments:
Post a Comment