Wednesday, April 17, 2019

„რეინჯ როვერ ევოუკმა“ ევრო NCAP-ისგან ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა

ევროპის ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამამ, მეორე თაობის „რეინჯ როვერ ევოუკის“ უსაფრთხოება უმაღლესი, ხუთი ვარსკვლავით შეაფასა. უგზოობის ლუქს კლასის კომპაქტურმა მოდელმა განსაკუთრებით მაღალი, 94-პროცენტიანი შეფასება ზრდასრულ მგზავრთა უსაფრთხოებაში დაიმსახურა, რაც „იაგუარის“ და „ლენდ როვერის“ ავტომობილებისთვის საუკეთესო მიღწევაა.

უკანა სავარძელზე მჯდარი არასრულწლოვანი მგზავრის შეფასება ასევე 94 პროცენტია, ბავშვი მგზავრების უსაფრთხოება კი 87 პროცენტით შეფასდა. „ევოუკამდე“ ევრო NCAP-ისგან ხუთვარსკვლავიანი შეფასება „რეინჯ როვერ ველარმა“ და „ლენდ როვერ დისქავერიმ“ მიიღეს.
ახალი „რეინჯ როვერ ევოუკი“ აგებულია ახალ განივ არქიტექტურაზე. უსაფრთხოების მაქსიმალური მაჩვენებელთან მისაახლოებლად, ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა ისეთი სისტემები, როგორებიცაა საგანგებო დამუხრუჭების, ზოლში მოძრაობის დამხმარე, უკუსვლით და წინსვლით პარკირების დამხმარე სისტემები, ასევე უკანა ხედვის კამერა. ამ ყველაფრის დანიშნულება, საგზაო ინციდენტების თავიდან აცილება, ან მათი შედეგების შემსუბუქებაა.
გარდა ამისა, შესაძლებელია დამატებით ორი პაკეტის შეკვეთა. ერთი პაკეტის სახელია „პარკ პეკ“ და მასში შედის: პარკირების დამხმარე სისტემა, 360-გრადუსით პარკირების დამხმარე სისტემა, უკანა ტრეფიკის მონიტორი და სუფთა გამოსვლის მონიტორი. პაკეტში „დრაივ პეკ“ შევიდა: ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, უხილავი ადგილების დაფიქსირების სისტემა, მაღალ სიჩქარეზე საგანგებო დამუხრუჭების სისტემა.
„ევოუკის“ აღჭურვა ასევე შესაძლებელია სისტემით „ქლეარ საით გრაუნდ ვიუ“, რომელიც ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე კაპოტის ეფექტს იძლევა. ანუ გაჩვენებთ გზის იმ მონკვეთს, რომელიც კაპოტით არის დაფარული. ავტომობილი ასევე აღჭურვილია აქტიური კაპოტის სისტემით, რომელიც ფეხმავალთან ან ველოსიპედით მოსიარულესთან შეჯახებისას, ტრავმას ამსუბუქებს.

No comments:

Post a Comment