Thursday, March 28, 2019

ჩინეთის სასამართლომ „იაგუარ ლენდ როვერს“ დაუჭირა მხარი

მსოფლიო ავტოინდუსტრიის ისტორიაში პირველად, უცხოურმა კომპანიამ ჩინურს, ჩინურსავე სასამართლოში საქმე მოუგო. ეს პირველი „იაგუარ ლენდ როვერია“, რომელმაც მიაღწია იმას, რომ ჩინეთში მისი ყველაზე გაყიდვადი მოდელის, „რეინჯ როვერ ევოუკის“ ასლებს აღარ გამოუშვებენ.

Tuesday, March 26, 2019

„იაგუარ F-პეისის“ ორი სპეციალური ვერსია

„იაგუარმა“ თავისი ყველაზე გაყიდვადი მოდელის, გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილის, უგზოობის „F-პეისის“ ორი სპეციალური ვერსია - „300 სპორტ“ და „ჩეკერედ ფლაგ“ შეიმუშავა, რომლებიც სახელების შესაბამისად, გაზრდილი ტემპერამენტის მოყვარულებს მიიზიდავენ. ამასთან, ორივე ყოველდღიური მოხმარებისთვის კვლავაც მოსახერხებელი იქნება.

Saturday, March 23, 2019

„ლენდ როვერ დიფენდერი“ ნურბურგრინგზეც ვარჯიშობს

„ლენდ როვერი“ მალე ახალი „დიფენდერის“ წარმოებას დაიწყებს. მანამდე კი ლეგენდარული ავტომობილის ახალი თაობა, მთელს მსოფლიოში, ურთულეს პირობებში გადის გამოცდებს, რომლებზეც პირველად გამოავლენს თავის საუკეთესო თვისებებს. ტესტების ერთ-ერთ პოლიგონად, „ლენდ როვერი“ ლეგენდარული ნურბურგრინგის ტრეკის ჩრდილოურ მარყუჟს იყენებს, სადაც მისი ჩქაროსნული თვისებები მოწმდება.

Friday, March 22, 2019

„დისქავერი“ აფრიკაში მალარიის კვლევისთვის მიემგზავრება

უკვე 70 წელია, „ლენდ როვერი“ საუკეთესო ყველგანმავალ ავტომობილებს აწარმოებს, რომლებიც ადამიანებს ურთულეს პირობებში, სხვადასხვა ამოცანის შესრულებაში ეხმარებიან. მალე კომპანია ერთ-ერთ ასეთ მისიაში ჩაერთვება, რომელიც „მობაილ მალარია პროჯექტის“ სახელით არის ცნობილი. მისიას გეოგრაფიის სამეფო საზოგადოება ატარებს და მის მიზანს, აფრიკის ტროპიკულ რეგიონში, მალარიის კვლევა წარმოადგენს.

Tuesday, March 19, 2019

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ბრიტანეთში უდიდესი დასამუხტი სადგური შექმნა


„იაგუარ ლენდ როვერმა“ თავისი გეიდონის საინჟინრო ცენტრის სადგომზე, ელექტრომობილების დასამუხტი ქსელი დამონტაჟა, რომელიც 166 საზრიან დასამუხტ წერტილს მოიცავს. რა თქმა უნდა, ქსელი იმისთვისაა, რომ კომპანიის თანამშრომლებს ელექტრომობილების, ან პლაგ-ინ ჰიბრიდული მოდელების შეძენის სტიმული მისცეს.

Monday, March 18, 2019

„იაგუარ ლენდ როვერის“ გაყიდვები ამერიკაში გაზიარდა, ჩინეთში შემცირდა

მიუხედავად იმისა, რომ „იაგუარ ლენდ როვერმა“ ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები გაზარდა, თებერვალში გლობალურ ბაზარზე გაყიდვები მაინც შემცირებულია, რაც ჩინურ ბაზარზე მდგომარეობის გაუარესების შედეგია. ამის ფონზე, ბრენდ „იაგუარის“ გაყიდვები მაინც გაიზარდა, რადგან ის ჩინეთზე ნაკლებად არის დამოკიდებული.

Thursday, March 14, 2019

„იაგუარ I-პეისი“ კონკურს მსოფლიოს წლის ავტომობილის ფინალში


კონკურსი „მსოფლიოს 2019 წლის ავტომობილი“ პარიზის ავტო შოუზე დაიწყო და აპრილში, ნიუ იორკის ავტო შოუზე, გამარჯვებულებს დაასახელებით დასრულდება. უკვე ცნობილია კონკურსის აბსოლუტური და ყველა სხვა კატეგორიის ფინალისტთა სამეულები. წლის ავტომობილის საპატიო წოდებისთვის ბრძოლას „იაგუარის“ პირველი ელექტრომობილი, „I-პეისიც“ აგრძელებს.

Tuesday, March 5, 2019

ციხესიმაგრე ბორბლებზე - განახლებული „რეინჯ როვერ სენტინელი“

„ლენდ როვერ სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზმა“ ჯავშნიანი „რეინჯ როვერ სენტინელის“ უახლესი ვერსია შეიმუშავა, რომელსაც უფრო მძლავრი ძრავი ემსახურება, არის უფრო დახვეწილი, აქვს უგზოობის ავტომობილის საუკეთესო თვისებები და რაც მთავარია, მგზავრებს უახლესი საშუალებებით იცავს.

Monday, March 4, 2019

„იაგუარ I-პეისი“ ევროპის წლის ავტომობილი გახდა

კონკურს „ევროპის წლის ავტომობილის“ ჟიურიმ, „იაგუარის“ ელექტრომობილი „I-პეისი“, ევროპის 2019 წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „იაგუარის“ ავტომობილი ამ პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა.