„იაგუარ
ლენდ როვერმა“ თავისი გეიდონის საინჟინრო ცენტრის სადგომზე, ელექტრომობილების
დასამუხტი ქსელი დამონტაჟა, რომელიც 166 საზრიან დასამუხტ წერტილს მოიცავს. რა
თქმა უნდა, ქსელი იმისთვისაა, რომ კომპანიის თანამშრომლებს ელექტრომობილების, ან
პლაგ-ინ ჰიბრიდული მოდელების შეძენის სტიმული მისცეს.
როგორც
კვლევა აჩვენებს, ევროპაში ელექტრომობილების ევრმფლობელთა დაახლოებით 40 პროცენტი თავისი
ავტომობილის სამსახურში დამუხტვას არჩევს. სწორედ ეს გაითვალისწინა ბრიტანულმა
კომპანიამ, როცა საკუთარი ცენტრის სადგომზე,
დასამუხტი წერტილების ფართო ქსელის მოწყობა გადაწყვიტა.
თანამშრომელთა
სადგომის გარდა, დასამუხტი წერტილები სტუმრების სადგომზეც განლაგდა.
სადგომზე
„შელის“ წარმოების 7-კილოვატიანი სვეტებია განლაგებული, რომლებსაც ერთ საათში „იაგუარ
I-პეისის“ ელემენტებისთვის იმდენი ენერგიის მიწოდება შეუძლია, რაც თითქმის 35 კილომეტრის
გასავლელად არის საკმარისი. რვა საათის განმავლობაში კი ელექტრომობილი 280 კილომეტრის
გასავლელად საკმარის ელექტრო ენერგიას მიიღებს.
დასამუხტი
სვეტები ერთმანეთთან ღრუბლოვანი სისტემით არის დაკავშირებული და ინტეგრირებულია „ნიუმოუშენის“
საზოგადოებრივი დასამუხტი სადგურების ქსელშია ჩართული, რაც „იაგუარ ლენდ როვერის“
თანამშრომლებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ერთი ბარათით, ევროპის სხვა
სადგურებშიც დამუხტონ თავიანთი ელექტრომობილები. გარდა ამისა, მათ სმარტფონებით
შეუძლიათ საკუტარი ავტომობილის დამუხტვის პროცესისთვის ყურადღების მიქცევა.
„იაგუარ
ლენდ როვერი“ თავის დასამუხტ ქსელს იმ ენერგიით მოამარაგებს, რომლებსაც ქარის და
მზისგან, თავისივე საწარმოებში გამოიმუშავებს. განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას
კომპანია ძირითადად, საკუთარი საწარმოების საჭიროებისთვის იყენებს.
No comments:
Post a Comment