მსოფლიო
ავტოინდუსტრიის ისტორიაში პირველად, უცხოურმა კომპანიამ ჩინურს, ჩინურსავე სასამართლოში
საქმე მოუგო. ეს პირველი „იაგუარ ლენდ როვერია“, რომელმაც მიაღწია იმას, რომ ჩინეთში
მისი ყველაზე გაყიდვადი მოდელის, „რეინჯ როვერ ევოუკის“ ასლებს აღარ გამოუშვებენ.
პეკინის
ჩაოიანის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჩინურ კომპანია „ძიანლინის“ უგზოობის
მოდელ „ლენდვინდ X7-ის“ დიზაინში, პირველი თაობის „ევოუკის“ გარეგნობიდან ხუთი უნიკალური
ელემენტია კოპირებული. ამან კი მომხმარებლებს შორის გაურკვევლობა გამოიწვია.
სასამართლოს
განაჩენით, ჩინური კომპანია არამხოლოდ შეაჩერებს თავისი კოპირებული მოდელის
გაყიდვას, წარმოებას და მარკეტინგულ აქტივობას, არამედ ბრიტანულ კომპანიას კომპენსაციასაც
გადაუხდის.
მეორე თაობის „რეინჯ როვერ ევოუკის“ პრემიერა ლონდონში, ნოემბერში
გაიმართა. მას აქვს ახალი არქიტექტურა, ევოლუციური სტილი და აღჭურვილია უახლესი
ტექნოლოგიებით, მათ შორის ჰიბრიდული დანადგარით. ჩინეთში მისი პრემიერა აპრილში,
შანჰაის მოტორ შოუზე გაიმართება.
No comments:
Post a Comment