Monday, March 4, 2019

„იაგუარ I-პეისი“ ევროპის წლის ავტომობილი გახდა

კონკურს „ევროპის წლის ავტომობილის“ ჟიურიმ, „იაგუარის“ ელექტრომობილი „I-პეისი“, ევროპის 2019 წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „იაგუარის“ ავტომობილი ამ პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

კონკურს „ევროპის წლის ავტომობილის“ ჟიურიში, 23 ქვეყნის საავტომობილო თემაზე მწერალი 60 ჟურნალისტი შედის. ისინი კონკურსის ფინალში გასულ შვიდივე ავტომობილს, ტექნიკური ინოვაციების, დიზაინის, მახასიათებლების, ეფექტურობის და ღირებულებისა და ფასის შესაბამისობის მიხედვით აფასებენ.
„ჩვენ პირველი ელექტრომობილი პირველი „იაგუარია“, რომელმაც ევროპის წლის ავტომობილის წოდება მოიპოვა და ეს ჩვენ სიამაყის გრძნობით გვავსებს. „I-პეისი“ ბრიტანეთში, სუფთა ფურცლიდან შეიქმნა. ესაა ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილი ელექტრომობილი. ის ბაზარზე თამაშის წესებს ცვლის. ევროპის წლის ავტომობილის წოდების მოპოვება ჩვენთვის დიდი პატივი და მსოფლიო-კლასის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს რეალური აღიარებაა“, - განაცხადა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა, პროფესორმა რალფ სპეტმა.
„იაგუარ I-პეისი“ მისთვის სპეციალურად შემუშავებულ პლატრფორმაზეა ბაზირებული, რომელიც ალუმინისგან მზადდება. ის ქროსოვერისთვის დამახასიატებელი პრაქტიკულობითაც გამოირჩევა და სპორტული ავტომობილის მახასიათებლებითაც. ბრიტანულმ კომპანიამ მთელს მსოფლიოში უკვე 8 000-ზე მეტი „I-პეისი“ გაჰყიდა, რომელთაგან უმეტესობა ევროპაში შეიძინეს.
ელექტრომობილის გაყიდვების პარალელურად, „იაგუარი“ ევროპაში დასამუხტი წერტილების ქსელსაც ქმნის, რომლებიც „იაგუარის“ ავტომობილების მფლობელებს, სპეციალურ სატარიფო პაკეტს სთავაზობენ. ქსელი უკვე 85 000-ზე მეტ დასამუხტ წერტილს მოიცავს.
დბიუტიდან მოყოლებული, „იაგუარ I-პეისს“ მთელს მსოფლიოში უკვე 55 ჯილდო აქვს მოპოვებული. მათ შორისაა გერმანიის, ნორვეგიის, ბრიტანეთის წლის ავტომობილი, „BBC ტოპ გიარის“ წლის ელექტრომობილი, ჩინეთის მწვანე ავტომობილი და სხვა ჯილდოები.

No comments:

Post a Comment