Friday, March 22, 2019

„დისქავერი“ აფრიკაში მალარიის კვლევისთვის მიემგზავრება

უკვე 70 წელია, „ლენდ როვერი“ საუკეთესო ყველგანმავალ ავტომობილებს აწარმოებს, რომლებიც ადამიანებს ურთულეს პირობებში, სხვადასხვა ამოცანის შესრულებაში ეხმარებიან. მალე კომპანია ერთ-ერთ ასეთ მისიაში ჩაერთვება, რომელიც „მობაილ მალარია პროჯექტის“ სახელით არის ცნობილი. მისიას გეოგრაფიის სამეფო საზოგადოება ატარებს და მის მიზანს, აფრიკის ტროპიკულ რეგიონში, მალარიის კვლევა წარმოადგენს.

მისიაში „ლენდ როვერი“ ტავისი უახლესი „დისქავერის“ ბაზაზე შექმნილი სპეციალური ვერსიით ჩაებმება, რომელიც კომპანიის სპეციალური ავტომობილების შტო SVO-ს მიერ არის დამზადებული, რომელიც სპეციალური ლაბორაქტორიით და სამაშველო საშუალებებით აღიჭურვა. ექსპედიციის დროს, სპეცალისტები მალარაიის მატარებელ მოსკიტებს შეისწავლიან.
ექსპედიციაში ოქსფორდის უნივერსიტეტის სამი მკვლევარი მონაწილეობს. ისინი მოდიფიცირებული „დისქავერით“, ნამიბიაში, ზამბიაში, ტანზანიასა და კენიაში, 6 300 კილომეტრზე მეტს გაივლიან. ეს ის ქვეყნებია, რომლებზეც მსოფლიოში დაფიქსირებული მალარიის შემთხვევების 90 პროცენტი მოდის.
ავტომობილის საბარგული, რომლის მოცულობაც 1 137 ლიტრია, მთლიანად უკავია გენეტიკურ ლაბორატორიას და მის დამხმარე ეკიპირებას. მასში შედის სპეციალური მაცივრები, სადაც საცდელ ბიომასალებს შეინახავენ, ასევე ელემენტების ბლოკი, ელექტრო ენერგიის დასაგროვებლად, შესანახი ყუთები და სხვა. ყველა მათგანი საბარგულზე ბადეებით და ღვედებით მაგრდება.
ავტომობილის სახურავის საბარგულზე მოთავსდა მზისგან და წვიმისგან დამცავი გასაშლელი ტენტი, საექსპედიციო საბარგული. ავტომობილი აღიჭურვა გვარლით და სპეციალური LED ფარებით, რომლებიც ღამით დამატებით განათებას უზრუნველყოფს.

No comments:

Post a Comment