კონკურსი
„მსოფლიოს 2019 წლის ავტომობილი“ პარიზის ავტო შოუზე დაიწყო და აპრილში, ნიუ იორკის
ავტო შოუზე, გამარჯვებულებს დაასახელებით დასრულდება. უკვე ცნობილია კონკურსის აბსოლუტური
და ყველა სხვა კატეგორიის ფინალისტთა სამეულები. წლის ავტომობილის საპატიო წოდებისთვის
ბრძოლას „იაგუარის“ პირველი ელექტრომობილი, „I-პეისიც“ აგრძელებს.
კუნკურსის
ჟიური 86 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან 18 ქვეყნის ჟურნლისტები, რომლებიც საავტომობილო
სფეროზე წერენ. ისინი ყველა ნომინირებულ ავტომობილს საგულდაგულო ტესტს უტარებენ და
ამის შემდეგ, საკუთარ შეფასებას წერენ. რა თქმა უნდა, კონკურსში უახლესი
ავტომობილები მონაწილეობენ, რომლების დებიუტიც, პარიზის ავტო შოუმდე შედგა,
აბსოლუტური
კატეგორიის გარდა, „იაგუარ I-პეისი“ ასევე მწვანე ავტომობილის კატეგორიის ფინალშიც
გავიდა. შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილი ახლახანს, ევროპის წლის ავტომობილად
დასახელდა.
No comments:
Post a Comment