„იაგუარმა“
თავისი ყველაზე გაყიდვადი მოდელის, გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილის, უგზოობის
„F-პეისის“ ორი სპეციალური ვერსია - „300 სპორტ“ და „ჩეკერედ ფლაგ“ შეიმუშავა,
რომლებიც სახელების შესაბამისად, გაზრდილი ტემპერამენტის მოყვარულებს მიიზიდავენ.
ამასთან, ორივე ყოველდღიური მოხმარებისთვის კვლავაც მოსახერხებელი იქნება.
„300
სპორტისთვის“ სამი ფერი - თეთრი (იულონგ უაით), ვერცხლისფერი (ინდუს სილვერ) და
შავი (სანტორინი ბლექ) შეირჩა. მათთან შეხამებულია მუქი რუხი (დარკ სატინ გრეი)
ფერის დეტალები. გარდა ამისა, ავტომობილს წარწარები - 300 Sport ამშვენებს.
ინტერიერში ყურადღებას იქცევს ყვითელი ფერის ნაკერებით გაწყობილი სავარძლები და
პანელები.
სალონი
ეკიპირებულია „ტაჩ პრო“ ნავიგაციით, 12.3-დუიმიანი ინტერაქტიური ეკრანით, „მერიდიანის“
აკუსტიკური სისტემით, ელექტრონიკით რეგულირებადი წინა სავარძლებით. ეს ყველაფერი
სტანდარტულ ეკიპირებაშია. გარდა ამისა, შესაძლებელია ადაპტირებადი კრუიზ
კონტროლის, ყველა სავარძლის გამათბობლის, და სხვა სისტემების დაყენება.
„300
სპორტის“ ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 300 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს
ავითარებს და დზელის 3.0-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრე
ასევე 300 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 700 ნიუტონმეტრს აღწევს.
ორივე შემთხვევაში, ავტომობილი სრულ ამძრავიანია.
რაც
შეეხება ვერსია „ჩეკერედ ფლაგს“, ის ბაზირებულია ვერსია „R-სპორტზე“. ამ
შემთხვევაში, ძარა შეიძლება იყოს თეთრი (იულონგ უაით), შავი (სანტორინი ბლექ) და
რუხი (ეიგერ გრეი). ამ ვერსიას აქვს სპორტული ტიპის ბამპერი და რადიატორის,
კარების სახელურების და გვერდითა საჰაერო ჭრილების შავად გაფორმებული დეტალები.
სალონი
გაწყობილია ტყავით და ალუმინით. სტანდარტულ ეკიპირებაშია ელექტრონიკით რეგულირებადი
წინა სავარძლები, ნავიგაციის პაკეტი „ტაჩ პრო“, ინტერაქტიური ეკრანი, ინფოტაინმენტ
სისტემა „ტაჩ პრო“, ასევე „მერიდიანის“
აუდიო სისტემა.
რაც შეეხება ძრავებს, „300 სპორტთან“ შედარებით, ისინი
უფრო სუსტებია. ამასთან, ამ შემთხვევაში არჩევანში დიზელის ორი აგრეგატი შევიდა.
ბენზინის ძრავი 2.0-ლიტრიანია და ის 250 ცხენის ძალას ავითარებს. დიზელის ძრავებიც
2.0-ლიტრიანებია და ისინი 180 და 240 ცხენის ძალას იძლევიან. სამივე ძრავის
შემთხვევაში, ავტომობილი სრულ ამძრავიანია.
No comments:
Post a Comment