მიუხედავად
იმისა, რომ „იაგუარ ლენდ როვერმა“ ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები გაზარდა,
თებერვალში გლობალურ ბაზარზე გაყიდვები მაინც შემცირებულია, რაც ჩინურ ბაზარზე
მდგომარეობის გაუარესების შედეგია. ამის ფონზე, ბრენდ „იაგუარის“ გაყიდვები მაინც
გაიზარდა, რადგან ის ჩინეთზე ნაკლებად არის დამოკიდებული.
ბრიტანულმა
კომპანიამ თებერვალში სულ 38 288 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის თებერვლის
მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით ნაკლებია. გაიზარდა „იაგუარ I-პეისის“ და „იაგუარ E-პეისის“, ასევე „რეინჯ
როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ გაყიდვები. კომპანიამ უკვე სრულად გაყიდა
პირველი თაობის „რეინჯ როვერ ევოუკი“, რომელიც მისი ბესტ სელერია. მეორე თაობის
მოდელი კი ბაზარზე ახალი შესულია და მომდევნო თვეებში მისი გაყიდვების ზრდაა
მოსალოდნელი.
ჩრდილოეთ
ამერიკის ბაზარზე გაყიდვები 25.4 პროცენტით, ბრიტანეთში კი 11.3 პროცენტით
გაიზარდა. კონტინენტურ ევროპაში ზრდამ მხოლოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება
ჩინეთს, იქ გაყიდვები მკვეთრად - 47.6 პროცენტით არის შემცირებული.
კომპანიის საერთო გაყიდვებიდან, 12 235 ავტომობილი „იაგუარზე“
მოდის, რაც 5.8 პროცენტით მეტია შარშანდელი თებერვლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება „ლენდ
როვერს“, მასზე 26 053 გაყიდული ავტომობილი მოდის (კლება 8.1 პროცენტი).
No comments:
Post a Comment