Monday, October 29, 2018

„იაგუარ ლენდ როვერმა“ სლოვაკეთში ახალი ქარხანა გახსნა

„იაგუარ ლენდ როვერმა“ სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში თავისი უახლესი ქარხანა გახსნა, რომლის აშენებაზე და ეკიპირებაზე, 1.4 მილიარდი სტერლინგის ინვესტიცია გაიღო. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ გლობალური გაფართოების მიმართულებით გადადგა.

Friday, October 26, 2018

„იაგუარ XE SV პროჯექტ 8“ - ნურბურგრინგის ტაქსის როლში

ამიერიდან, ნურბურგრინგის ვიზიტორებს, ჩრდილოურ მარყუჟზე მსოფლიოში უსწრაფესი სედანით განავარდების საშუალება მიეცემათ. ოღონდ, ისინი მგზავრის როლში იქნებიან და ამაში 199 ევროს გადახდა მოუწევთ. ლაპარაკია „იაგუარ XE SV პროჯექტ 8-ზე“, რომელსაც ნურბურგრინგზე უსწრაფესი სედანის საპატიო ტიტულიც ეკუთვნის. ამიერიდან, ის ნურბურგრინგის სარბოლო ტაქსის როლს შეითავსებს.

Thursday, October 25, 2018

„იაგუარ ლენდ როვერის“ შეფი ახალი „დიფენდერის“ შესახებ


ავტომობილი, რომელსაც ამჟამად ბაზარზე ყველაზე მეტად ელიან, არის „ლენდ როვერ დიფენდერი“. უკვე წელიწადნახევარია, რაც ბრიტანულმა კომპანიამ წინა თაობის „დიფენდერის“ წარმოება შეწყვიტა. ახლის გამოშვებას კი მომავალი წლიდან გეგმავს. „ლენდ როვერი“ იმედოვნებს, რომ წლიურად 100 000 ცალი ახალი „დიფენდერის“ გაყიდვას შეძლებს.

Tuesday, October 23, 2018

1000-მეტრიანი დნმ-ს გამოსახულება ორი „იაგუარის“ შესრულებით


„იაგუარ XE-ს“ და „იაგუარ SV პროჯექტ 8-ს“ საერთო გენები აქვთ - მეორე პირველის ექსკლუზიური, უფრო სწრაფი ვერსიაა. ორივე ალუმინის მსუბუქ სტრუქტურაზეა ბაზირებული, შესანიშნავი დინამიკით გამოირჩევა, რაშიც სრულ ამძრავიანი სისტემა ეხმარება. „SV პროჯექტ 8“ მსოფლიოში უსწრაფესი სერიული სედანის სტატუსსაც ფლობს, რაც ნურბურგრინგზე (გერმანია), ლაგუნა სეკასა (აშშ, კალიფორნია) და შარადის (საფრანგეთი) ძველ ტრეკზე დაამტკიცა.

Sunday, October 21, 2018

„იაგუარი“ შესაძლოა ელექტრომობილების მწარმოებელი ბრენდი გახდეს

ავტომობილების ელექტრიფიკაცია ამჟამად საავტომობილო მრეწველობის მთავარი ტრენდია. და „იაგუარ ლენდ როვერი“ ჩამორჩენას არ აპირებს. უფრო მეტიც, მისი აღმასრულებლები უფრო შორს წასვლას აპირებენ - ისინი „იაგუარის“ მხოლოდ ელექტრომობილების მწარმოებელ ბრენდად ჩამოყალიბებას განიხილავენ.

Monday, October 15, 2018

ავტონომიურმა „რეინჯ როვერ სპორტმა“ ქოვენთრის წრეზე შემოუარა

ავტონომიური სისტემებით აღჭურვილმა „რეინჯ როვერ სპორტმა“, ბრიტანეთის ერთ-ერთ ურთულეს გზაზე, როგორიც არის ქოვენთრის შემოვლითი წრიული მაგისტრალი, ავტონომიურ რეჟიმში პირველი რეისი შეასრულა. მოგზაურობის დროს, ავტომობილი უსაფრთხოდ იცვლიდა ზოლებს, კვეთდა გზაჯვარედინებს, სრულად იცავდა საგზაო მოძრაობის წესებს და არ არღვევდა სიჩქარის ლიმიტს (65 კმ/სთ).

Sunday, October 14, 2018

„იაგუარ I-პეისის“ ხელოვნური ხმა ფეხით მოსიარულეებს დაიცავს

„იაგუარის“ ინჟინრებმა ელექტრომობილ „I-პეისისთვის“ და ყველა მომდევნო ელექტრომობილისთვის, რომლებსაც კომპანია გამოუშვებს, შეიმუშავებს სისტემა, რომელიც 20 კმ/სთ-მდე სიჩქარით გადაადგილებისას, 56 დეციბელის ხმას გამოსცემს, რითაც ფეხით მოსიარულეებს, ავტომობილის მიახლოებას ამცნობს. ამ პარამეტრებით, ის სრულად აკმაყოფილებს ევროპის ახალ კანონს, რომლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაც, ელექტრომობილებისთვის 2019 წლის ივლისიდან იქნება სავალდებულო.

კლასიკური „დიფენდერი“V8 ძრავით

„ლენდ როვერის“ კლასიკური ავტომობილების შტომ, მოდელ „დიფენდერის“ ერთჯერადი ვერსია დაამზადა, რომელიც V8 ძრავით არის აღჭურვილი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ავტომობილი სელფრიჯსის სავაჭრო სახლის ჰოლში მოთავსდება. ავტომობილს სახელად „სელფრიჯს ედიშენ დიფენდერ უორკს V8“ ეწოდა.

Thursday, October 4, 2018

„ლენდ როვერ დისქავერი“ სამაშველო სამსახურებისთვის

„ლენდ როვერმა“ პარიზის მოტორ შოუზე „დისქავერის“ ერთჯერადი ვერსია წარადგინა, რომელიც წითელი ჯვრის სამაშველო სამსახურისთვის არის შექმნილი და შესაბამისი ულტრა თანამედროვე ეკიპირება გააჩნია.