„იაგუარის“ ინჟინრებმა ელექტრომობილ „I-პეისისთვის“
და ყველა მომდევნო ელექტრომობილისთვის, რომლებსაც კომპანია გამოუშვებს,
შეიმუშავებს სისტემა, რომელიც 20 კმ/სთ-მდე სიჩქარით გადაადგილებისას, 56 დეციბელის
ხმას გამოსცემს, რითაც ფეხით მოსიარულეებს, ავტომობილის მიახლოებას ამცნობს. ამ
პარამეტრებით, ის სრულად აკმაყოფილებს ევროპის ახალ კანონს, რომლის მოთხოვნების
დაკმაყოფილებაც, ელექტრომობილებისთვის 2019 წლის ივლისიდან იქნება სავალდებულო.
„I-პეისის“ ხმოვანი სისტემა, იმ საქველმოქმედო ორგანიზაციის
წევრებმა (გაიდ დოგს ფორ დი ბლაინდ) გამოსცადეს, რომლებიც ძაღლებს უსინათლოების
გამყოლებად ავარჯიშებენ. ტესტები „იაგუარის“ მიერ იყო ორგანიზებული.
ბრიტანული კომპანიის ინჟინრები, ახალი ხმოვანი სისტემის
შემუშავებაზე ოთხი წელი მუშაობდნენ. საინტერესოა, რომ მისი ხმა ავტომობილის
ინტერიერში არ აღწევს. თავიდან მათ ვირტუალური კოსმოსური ხომალდის ხმა შეიმუშავეს,
მაგრამ მისი ტესტირებისას, როცა ავტომობილი უახლოვდებოდათ, ფეხმავლები ინსტინქტურად
მზერას გზის ნაცვლად, ცისკენ მიაპყრობდნენ. ამიტომ ასეთ ხმაზე უარი თქვეს.
ამის შემდეგაც, მათ ბევრი ხმოვანი სიგნალი გამოსცადეს.
სისტემა ხმას სპეციალური დინამიკის მეშვეობით გამოსცემს, რომელიც რადიატორის ქვეშ
განლაგდა და ის ავტომობილის ყველა მხარეს ისმის. ამასთან, სალონიდან მისი გამორთვა
შეუძლებელია. ხმა სიჩქარის ზრდის შესაბამისად ძლიერდება. უკუსვლის დროს, მას
განსხვავებული ჟღერადობა აქვს. სისტემა უფრო მაღალ სიჩქარეზე ხმას არ გამოსცემს,
რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. მაღალი სიჩქარის დროს, ხმას საბურავების
გზასთან შეხება და ჰაერის ნაკადი გამოსცემს.
„იაგუარმა“
თავის პირველ ელექტრომობილ „I-პეისის“ გაყიდვებს წლის დასაწყისში შეუდგა. ეს
ავტომობილი აღჭურვილია ელემენტების ბლოკით, რომლის ენერგო ტევადობაც 90 კილოვატსაათია.
ეს კი დაახლოებით 470 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. ავტომობილს ადგილიდან
100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, 4.5 წამი ჰყოფნის.
No comments:
Post a Comment