„ლენდ როვერის“ კლასიკური ავტომობილების შტომ,
მოდელ „დიფენდერის“ ერთჯერადი ვერსია დაამზადა, რომელიც V8 ძრავით არის აღჭურვილი.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ავტომობილი სელფრიჯსის სავაჭრო სახლის ჰოლში
მოთავსდება. ავტომობილს სახელად „სელფრიჯს ედიშენ დიფენდერ უორკს V8“ ეწოდა.
იმისათვის, რომ ოქსფორდის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო
სახლის პირველ სართულზე, ფანჯრიდან შეეტანათ, ავტომობილი წინასწარ დაშალეს. შემდეგ
კი მამაკაცთა ტანსაცმლის განყოფილების დარბაზში, სამუშაო საათებში ააწყეს. მაგრამ
ავტომობილი ჯერჯერობით სპეციალურ დამცავ ყუთშია მოთავსებული, რათა დარბაზის
სარემონტო სამუშაოებისას არ დაზიანდეს. აწყობილი ავტომობილი საზოგადოების წინაშე
პირველად 29 ოქტომბერს, მამაკაცთა ტანსაცმლის განყოფილების გახსნის ცერემონიის
დროს წარსდგება.
„სელფრიჯს ედიშენ“ 2016 სამოდელო წლის „დიფენდერ 110
პიკ აპის“ ბაზაზეა აწყობილი. „ლენდ როვერ კლასიკის“ სპეციალისტებმა, ის „დიფენდერ 110
სოფტ ტოპად“ გადააკეთეს. მუქ მწვანე ავტომობილს აქვს ყვითელი სახურავი, რომლის
ფერის სახელიც არის „სელფრიჯს იელოუ“. კლასიკური „დიფენდერის“ სტილში, როდესაც
სახურავი მოხსნილი აქვს, ერთჯერად ვერსიასაც საქარე შუშა ეკეცება.
„სელფრიჯს
ედიშენ დიფენდერ უორკს V8“ აღჭურვა 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 405 ცხენს
ძალას და 515 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან წყვილში ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომტური
გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ავტომობილი უფრო მძლავრი მუხრუჭებით და მოდიფიცირებული
საკიდარით დაკომპლექტდა.
No comments:
Post a Comment