Monday, October 15, 2018

ავტონომიურმა „რეინჯ როვერ სპორტმა“ ქოვენთრის წრეზე შემოუარა

ავტონომიური სისტემებით აღჭურვილმა „რეინჯ როვერ სპორტმა“, ბრიტანეთის ერთ-ერთ ურთულეს გზაზე, როგორიც არის ქოვენთრის შემოვლითი წრიული მაგისტრალი, ავტონომიურ რეჟიმში პირველი რეისი შეასრულა. მოგზაურობის დროს, ავტომობილი უსაფრთხოდ იცვლიდა ზოლებს, კვეთდა გზაჯვარედინებს, სრულად იცავდა საგზაო მოძრაობის წესებს და არ არღვევდა სიჩქარის ლიმიტს (65 კმ/სთ).

სატესტო რეისი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 20 მილიონი სტერლინგით დაფინანსებული პროექტის, „UK ავტოდრაივის“ ფარგლებში შესრულდა. პროექტი სამწლიანი და წელს დასრულდება. მის ფარგლებში, „იაგუარ ლენდ როვერის“ ინჟინრებმა, ავტონომიური ტექნოლოგიების ტესტები დახურულ ტრასებზე შეასრულეს, შემდეგ კი მილტონ კინსის და ქოვენთრის საზოგადოებრივ გზებზე გადაინაცვლეს.
ტესტებისთვის „რეინჯ როვერ სპორტი“, მისი ტექნკური მახასიათებლების და მდიდარი ეკიპირების (მათ შორისაა, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი) გამო შეარჩიეს. ტესტებისთვის მომზადებისას, ავტომობილი დამატებით სანავიგაციო სენსორებით აღიჭურვა, როგორიცაა RADAR და LIDAR. სრულყოფის პროცესში, ავტომობილს უკვე შეუძლია საგზაო შუქნიშნებზე რეაგირება, ფეხმავლებისა და ველოსიპედისტებისთვის გვერდის უსაფრთხოდ ავლა, საცობში გადაადგილება და სხვა. მასვე სადგომზე თავისუფალი ადგილის დამოუკიდებლად დაკავების უნარიც აქვს.
ავტონომიური „რეინჯ როვერ სპორტი“ ასევე ეკიპირებულია ინფრასტრუქტურასთან ინტერნეტით კავშირის სისტემით, რომელიც საგზაო ნიშნების აღქმის და სხვა ავტომობილებისგან ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. ეს კი უსაფრთხო გადაადგილებაში, ასევე საწვავის დაზოგვასა და გამონაბოლქვის შემცირებაში ეხმარება.
„UK ავტოდრაივის“ დახმარებით, „იაგუარ ლენდ როვერმა“ მომავლის თვითმავალი მართვის და კავშირის საშუალებათა ტექნოლოგიების შემუშავება დააჩქარა. ბრიტანეთის უდიდესი საავტომობილო კომპანია, რომელიც ქალაქ ქოვენთრიშია ბაზირებული, წარმატებით მუშაობს სრულად და ნახევრად ავტონომიური ავტომობილების ტექნოლოგიებზე და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში.

No comments:

Post a Comment