ამიერიდან, ნურბურგრინგის ვიზიტორებს, ჩრდილოურ მარყუჟზე
მსოფლიოში უსწრაფესი სედანით განავარდების საშუალება მიეცემათ. ოღონდ, ისინი მგზავრის
როლში იქნებიან და ამაში 199 ევროს გადახდა მოუწევთ. ლაპარაკია „იაგუარ XE SV პროჯექტ
8-ზე“, რომელსაც ნურბურგრინგზე უსწრაფესი სედანის საპატიო ტიტულიც ეკუთვნის.
ამიერიდან, ის ნურბურგრინგის სარბოლო ტაქსის როლს შეითავსებს.
ავტომობილი აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით,
რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი
დახმარებით, ადგილიდან ასს 3.7 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ
აქვს. ასეთი ტაქსის მეშვეობით, მგზავრები ცნობილ მოსახვევ კარუსელს 1.8g
გადატვირთვით გაივლიან. რა თქმა უნდა, ამაში მათ პროფესიონალი მრბოლები დაეხმარებიან.
სულ კი 20.8-კილომეტრიან ტრეკზე 73 მოსახვევია, რომლებიც ნურბირგრინგის
მოყვარულებმა, ამ ტრეკზე გადაღებული უამრავი ვიდეოს წყალობით, ალბათ ზეპირად იციან.
შეგახსენებთ,
რომ „XE SV პროჯექტ 8“ მონოკოკურ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც მეტწილად
ალუმინისგან მზადდება. ის ავტომობილის შესანიშნავი მახასიათებლების ბაზისია, რასაც
მძლავრი ძრავი, დახვეწილი სამართავი სისტემა, ძლიერი მუხრუჭები და საკიდარი ერთვის.
გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ძარის პანელები, რომლებიც კარბონის კომპოზიტისგან
დამზადდა. ამავე მასალისგან არის გაკეთებული აეროდინამიკური ელემენტები.ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=62&v=jIcE5rD3Ji0
No comments:
Post a Comment