Thursday, October 4, 2018

„ლენდ როვერ დისქავერი“ სამაშველო სამსახურებისთვის

„ლენდ როვერმა“ პარიზის მოტორ შოუზე „დისქავერის“ ერთჯერადი ვერსია წარადგინა, რომელიც წითელი ჯვრის სამაშველო სამსახურისთვის არის შექმნილი და შესაბამისი ულტრა თანამედროვე ეკიპირება გააჩნია.

ავტომობილის სრული სახელია „რედ ქროსს დისქავერი ემერგენსი რისპონს ვიიქლ“. მის შესაქმნელად, „ლენდ როვერის“ სპეციალური პროექტების შტო „ლენდ როვერ სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზთან“ ერთად, ავსტრიის წითელი ჯვარიც მუშაობდა.
ავტომობილის დანიშნულებაა, რომ სამაშველო სამსახური გასწიოს ძნელად მისადგომ ადგილებში. ავტომობილი ფაქტობრივად, მობილურ სამეთაურო ცენტრად ჩამოყალიბდა. ის უახლეს საკომუნიკაციო საშუალებებთან და ოთხ რადიო ანტენასთან ერთად, დრონითაც დაკომპლექტდა, რომელსაც რვა როტორი გააჩნია. ის აღჭურვილია თერმული კამერით, რომელსაც ადამიანის დაფიქსირება 440 მეტრის სიშორეზე შეუძლია, ავტომობილებისა კი - 1 000 მეტრის სიშორეზე.
კამერით ჩაწერილი გამოსახულების მიღება, ციფრულ ეკრანზეა შესაძლებელი. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ ძებნის ობიექტები სწრაფად დაფიქსირდეს და მათი კოორდინატებიც დადგინდეს. კრიტიკულ სიტუაციებში, ამ ინფორმაციის სწრაფად მიღებას, ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
ავტომობილი აღჭურვილია დიზელის 3.0-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 258 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის უგზოობისთვის შესაფერის ბორბლებზე დგას. გარდა ამისა, ეკიპირებაში შევიდა საგანგებო ციმციმა შუქები.
„1954 წლიდან, რაც თანამშრომლობა დავიწყეთ, ჩვენი მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ წითელ ჯვარს სამაშველო სამსახურების წარმოებაში დავხმარებოდით. ბოლო 18 თვის განმავლობაში, ჩვენი ინჟინრები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ავსტრიული წითელი ჯვრის საგანგებო სიტუაციების გუნდთან. მათ სრულად გამოიყენს ლენდ როვერის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები, რათა შეექმნათ უნიკალური მანქანა, რომელიც რეგიონის წითელი ჯვრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა“, - განაცხადა „იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების შტოს მმართველმა დირექტორმა მაიკლ ვან დერ სანდემ.

No comments:

Post a Comment