Sunday, October 21, 2018

„იაგუარი“ შესაძლოა ელექტრომობილების მწარმოებელი ბრენდი გახდეს

ავტომობილების ელექტრიფიკაცია ამჟამად საავტომობილო მრეწველობის მთავარი ტრენდია. და „იაგუარ ლენდ როვერი“ ჩამორჩენას არ აპირებს. უფრო მეტიც, მისი აღმასრულებლები უფრო შორს წასვლას აპირებენ - ისინი „იაგუარის“ მხოლოდ ელექტრომობილების მწარმოებელ ბრენდად ჩამოყალიბებას განიხილავენ.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „იაგუარის“ განვითარების დაგეგმვის მენეჯერებმა შეიმუშავეს სტრატეგიული პროგრამა, რომელიც შიდაწვის ძრავების გამოყენების შეწყვეტას და სრული სამოდელო გამის ელექტრულ ძალურ დანადგარებზე გადაყვანას ითვალისწინებს. თუ პროგრამა დამტკიცდა, ის 5-7 წელიწადში შესრულდება.
პროგრამის შესაბამისად, ახალი პირველი ელექტრულ აგრეგატზე XJ-ს შემცვლელი გადავა. ეს ავტომობილი კონკურენციას „ტესლა მოდელ S-ს“, „ასტონ მარტინ რეპიდ E-ს“ და „პორშე ტაიკანს“ გაუწევს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ახალი XJ იქნება ყველაზე მდიდრული ავტომობილი ამ კომპანიის ისტორიაში.
პროგრამის შესაბამისად, მომავალი დეკადის შუა წლებში შეწყდბა XE-ს და XF-ს შიდაწვისძრავიანი ვერსიების წარმოება და ორივეს ელექტრული ქროსოვერი შეცვლის. „E-პეისს“ და „F-პეისს“ კი შემდეგი თაობის „I-პეისი“ ჩაანაცვლებს. თუ პროგრამა დამტკიცდბა, პოპულარულ სპორტქარ „F-ტაიპის“ წარმოება შეწყდება. კომპანიას გამაში მხოლოდ ერთი შიდაწვისძრავიანი მოდლი - „J-პეისი“ დარჩება, რომლის წარმოებაც ჯერ არ დაწყებულა. თუმცა როცა მისი შეცვლის დრო დადგება, ისიც ელექტრულ აგრეგატზე გადავა.
საბოლოო ჯამში, „იაგუარის“ საწარმოო პროგრამაში ოთხი ან ხუთი მოდელი დარჩება, რომლების წლიური გაყიდვებიც 300 ათასს მიაღწევს. ცნობისათვის, „იაგუარი“ წელს მხოლოდ 175 ათასი ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობს. „იაგუარის“ ელექტრომობილების მწარმოებელ ბრენდად გარდაქმნით, „იაგუარ ლენდ როვერის“ მოდელების საშუალო გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად შემცირდება.

No comments:

Post a Comment