გლობალურ საავტომობილო ბაზარზე, ქროსოვერების და
უგზოობის მოდელების პოპულარობის სტაბილური ზრდის კვალობაზე, „ლენდ როვერის“ გაყიდვებიც
იზრდება. თუმცა ბრიტანული კომპანია ამას არ სჯერდება და მყიდველს სულ უფრო მეტ
სიახლეს სთავაზობს. ეს კი გაყიდვების სულ უფრო მეტად ზრდაში აისახება.
Thursday, April 26, 2018
Wednesday, April 25, 2018
„იაგუარ XE“ ყინულზე ციგურებით მორბენალს შეეჯიბრა
„იაგუარმა“ თავის სედან XE-ს მოდფიკაცია „300
სპორტს“ საინტერესო გამოცდა მოუწყო - ის ციგურებით რბენაში ოლიმპიურ ჩემპიონს ყინულზე
შეაჯიბრა. მანქანის და ადამიანის დაპირისპირება ჰოლანდიის ფლენოვიცში, მსოფლიოში
ყველაზე გრძელ ყინულოვან ტრეკზე შედგა.
Monday, April 23, 2018
„იაგუარი“ ფლაგმან „J-პეისს“ „რეინჯ როვერის“ ბაზაზე შეიმუშავებს
„იაგუარი“ 2016 წლამდე უგზოობის ავტომობილებს არ
აწარმოებდა, მაგრამ ნათესავი „ლენდ როვერის“ დახმარებით, მის საწარმოო პროგრამაში
ამჟამად უკვე სამი ქროსოვერი შედის. უფრო მეტიც, ინგლისური კომპანია ამჟამად კიდევ
ერთ ასეთ ავტომობილზე მუშაობს, რომელიც მისი ქროსოვერების ფლაგმანი გახდება.
Saturday, April 14, 2018
ყველაზე მძლავრი და სწრაფი „იაგუარ F-პეისი“
„იაგუარმა“ მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ავტომობილის,
„F-პეისის“ ყველაზე მძლავრი და სწრაფი ვერსია, „F-პეის SVR“ შეიმუშავა, რომელიც
საზოგადოებას პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე წარუდგინა. ავტომობილი, მისი შასი, ძრავი,
ტრანსმისია, საკიდარი, მუხრუჭები, აეროდინამიკა, სპორტულ ყაიდაზეა მომართული.
„დიფენდერის“ კვალი თოვლზე
70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ ამსტერდამის
მოტორ შოუზე თავისი პირველი ავტომობილი წარადგინა. ეს 1948 წლის 30 აპრილს მოხდა. კომპანიამ
საკუთარ დაბადების დღეს „ლენდ როვერის“ დღე უწოდა და მის სათანადოდ აღნიშვნას
აპირებს. თუმცა საიუბილეო ღონისძიებები უფრო ადრე დაიწყო.
Friday, April 13, 2018
„იაგუარ I-ტაიპ 3“ ფორმულა E სარბოლო ფორმაში გამოეწყო
„იაგუარის“ სარბოლო გუნდმა, სრული სახელწოდებით
„პანასონიკ იაგუარ რეისინგმა“, ფორმულა E-ს სარბოლო სერიისთვის, სარბოლო ავტომობილ
„I-ტაიპ 3-ის“ გაფორმების კონცეპტი წარმოადგინა. ელექტრონული ფორმულების მეხუთე
სეზონი სტარტს წლის მეორე ნახევარში აიღებს.
Sunday, April 8, 2018
„ლენდ როვერი“ „რეინჯ როვერ SV კუპეს“ წარმოებას არ გაზრდის
ჟენევის მოტორ შოუზე, „რეინჯ როვერის“ ოჯახის ახალ
წევრს, „SV კუპეს“ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მაგრამ ამის მიუხედავად, „ლენდ
როვერი“ მისი წარმოების მოცულობის გაზრდას არ აპირებს. როგორც თავიდანვე განისაზღვრა,
ორკარიანი „რეინჯი“ მხოლოდ 999 ცალი დამზადდება. ამის წყალობით, ავტომობილს
ექსკლუზიურობა და შესაბამისად, მაღალი ღირებულება შეუნარჩუნდება.
Wednesday, April 4, 2018
„რეინჯ როვერ ველარი“ მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ავტომობილად დასახელდა
კონკურს „მსოფლიოს წლის ავტომობილის“ ჟიურიმ, „ლენდ
როვერის“ ახალი ავტომობილი, „რეინჯ როვერ ველარი“ მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ
ავტომობილად დაასახელა. ეს არის ავტომობილი, რომელმაც „რეინჯ როვერის“ ოჯახს
მომხიბვლელობა, თანამედროვეობა და ელეგანტურობა შესძინა და რომელშიც დახვეწილი
დიზაინი და ინჟინრული სრულყოფილებაა შერწყმული.
Subscribe to:
Posts (Atom)