ჟენევის მოტორ შოუზე, „რეინჯ როვერის“ ოჯახის ახალ
წევრს, „SV კუპეს“ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მაგრამ ამის მიუხედავად, „ლენდ
როვერი“ მისი წარმოების მოცულობის გაზრდას არ აპირებს. როგორც თავიდანვე განისაზღვრა,
ორკარიანი „რეინჯი“ მხოლოდ 999 ცალი დამზადდება. ამის წყალობით, ავტომობილს
ექსკლუზიურობა და შესაბამისად, მაღალი ღირებულება შეუნარჩუნდება.
ამის შესახებ, ჟენევის შოუზე ბრიტანული კომპანიის მარკეტინგის
უფროსმა მენეჯერმა უეინ დარლიმ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ასე იქნება
შესაძლებელი გაწეული ინვესტირების ანაზღაურება. მან ასევე დაამატა, რომ მსგავსი მოტივით
შეიზღუდა „იაგუარ პროჯექტ 7-ის“ წარმოება, რომელიც მხოლოდ 250 ცალი დამზადდა და
თითოეული 130 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. წარმოების დასრულებიდან მოკლე
დროში კი მისი ფასი 200 000 სტერლინგამდე გაიზარდა.
„რეინჯ როვერ SV კუპე“ ბაზირებულია „რეინჯ როვერის“
მდიდრული ვერსია „SV ავტობაიოგრაფი დაინემიკზე“, წარმოებისთვის მის მომზადებას სამი
წელი დასჭირდა. კუპეს საბაზო ფასი 295 995 სტერლინგია, რითაც ის საბაზისო მოდელზე 88
000 სტერლინგით ძვირი ღირს.
უგზოობის
ორკარიანი ავტომობილი აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც მექანიკური
დამჭირხნის დახმარებით, 565 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილს ადგილიდან 96 კმ/სთ
სიჩქარის აკრეფა 5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 265 კმ/სთ-ს
აღწევს.
No comments:
Post a Comment