Wednesday, April 25, 2018

„იაგუარ XE“ ყინულზე ციგურებით მორბენალს შეეჯიბრა

„იაგუარმა“ თავის სედან XE-ს მოდფიკაცია „300 სპორტს“ საინტერესო გამოცდა მოუწყო - ის ციგურებით რბენაში ოლიმპიურ ჩემპიონს ყინულზე შეაჯიბრა. მანქანის და ადამიანის დაპირისპირება ჰოლანდიის ფლენოვიცში, მსოფლიოში ყველაზე გრძელ ყინულოვან ტრეკზე შედგა.

„იაგუარ XE 300 სპორტის“ საჭეს კომპანიის ტესტ პილოტი შონ ჰოგი მართავდა, ვისთან ერთადაც, ავტომობილში მოციგურავის მეგობარი გოგო, ელიზა კრისტი იჯდა. რაც შეეხება მოციგურავეს, ესაა უნგრელი შაოლინ შანდორ ლიუ, ვინც 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, უნგრეთის გუნდთან ერთად, 5 000 მეტრზე რბენაში ესტაფეტა მოიგო და უნგრეთს (თავად მამა ჩინელი ჰყავს) ზამთრის პირველი ოლიმპიური ოქრო მოუპოვა.
დაპირისპირება განცალკევებით ჩატარდა. ჯერ დისტანციაზე მოციგურავე გავიდა, რომელმაც ერთ წრეს ოთხ წუთსა და ოთხ წამში შემოურბინა. მანქანამ ეს სამ წუთსა და სამ წამში მოახერხა. მისი საშუალო სიჩქარე 59 კილომეტრი იყო საათში.
ცნობისათვის, სედანი „იაგუარ XE 300 სპორტი“ აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 300 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ტანდამის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.7 წამში შეუძლია.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=lFG2i1TMTDM

No comments:

Post a Comment