Thursday, April 26, 2018

„ლენდ როვერი“ მომცრო მოდელების გამოშვებასაც გეგმავს

გლობალურ საავტომობილო ბაზარზე, ქროსოვერების და უგზოობის მოდელების პოპულარობის სტაბილური ზრდის კვალობაზე, „ლენდ როვერის“ გაყიდვებიც იზრდება. თუმცა ბრიტანული კომპანია ამას არ სჯერდება და მყიდველს სულ უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს. ეს კი გაყიდვების სულ უფრო მეტად ზრდაში აისახება.

კომპანია წარმოებისთვის პატარა ზომის უგზოობის ავტომობილებს ამზადებს, დასახლოებით ისეთებს, როგორიც „ლენდ როვერ ფრილენდერი“ იყო. „ლენდ როვერმა“ ეს ავტომობილი 1997 წელს გამოუშვა და მალე ევროპის ბაზარზე ის ბესტ სელერი გახდა. თუმცა შემდეგი თაობის „ფრილენდერები“ ზომებში გაიზარდა და მათ ნიშა დაკარგეს, რაც ამ სახელით ავტომობილების წარმოების შეწყვეტით დასრულდა.
როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ იუწყება, „ლენდ როვერს“ „ფრილენდრის“ წარმტების გამეორება სურს და ამჯერად მასზე პატარა მოდლებსაც კი გამოუშვებს. ოღონდ გამოცემა არ აზუსტებს, დაბრუნდება თუ არა ეს სახელი ბაზარზე. სულ სამი მომცრო მოდელის გამოშვება იგეგმება, რომელთა სიგრძეც 4.2 მეტრამდე იქნება. „ავტოქარის“ ინფორმაციით, სამიდან პირველი წარმოების დაწყება 2021 წლისთვის არის მოსალოდნელი.
სამივე ავტომობილს განსხვავებული ხასიათი ექნება. ესენია: დასვენება (როგორც დისქავერი სპორტის შემთხვევაში), ლუქსი (როგორც რეინჯ როვერი) და პრაქტიკული (როგორიც უნდა იყოს ახალი დიფენდერი). მათგან რომელს გამოუშვებენ პირველს, ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია.
სხვათა შორის, „ლენდ როვერის“ წარმომადგენლებმა „ავტოქართან“ საუბრისას ორაზროვნად განაცხადეს, რომ შესაძლებელია, ის მოდელი, რომლის ხასიათიც „დასვენებაა“, „ფრილენდერის“ სახელითაც კი გამოვიდეს. შესაბამისად, ის „დისქავერის“ ოჯახის წევრი გახდება და მის გამაში, „დსქავერი სპორტზე“ დაბალ საფეხურს დაიკავებს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, კომპანიის რამდენიმე მაღალი რანგის მენეჯერი თვლის, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამ სამიდან პირველი ბაზარზე ლუქს ხასიათის მოდელი გამოვა, რომელიც „რეინჯ როვერის“ ოჯახს შეავსებს.
სამივე ავტომობილი ერთ არქიტექტურაზე აიგება, რომელიც „რეინჯ როვერ ევოუკის“ პლატფორმის მოდიფიკაციის შედეგად შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ ამავე პლატფორმაზეა დაფუძნებული „დისქავერი სპორტი“ და “იაგუარ E-პეისი“. 

No comments:

Post a Comment