მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ავტომობილმა, „იაგუარ
F-პეისმა“ ევრო NCAP-ის უსაფრთხოების ქრეშ ტესტებზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი
შეფასება დაიმსახურა. ბრიტანული კომპანიის პირველმა ქროსოვერმა 93-პროცენტიანი
შეფასება დაიმსახურა ზრდასრულთა დაცულობაში, 85-პროცენტიანი შეფასება მიიღო
ბავშვთა დაცვის შეფასებაში და 80 პროცენტი - ფეხმავალთა დაცულობაში.
Tuesday, December 26, 2017
Sunday, December 24, 2017
„იაგუარ XE SV პროჯექტ 8“ - უსწრაფესი სედანი ნურბურგრინგზე
„იაგუარის“ სპეციალური პროექტების შტო SVO-ს მიერ
შემუშავებული მოდელი „იაგუარ XE SV პროჯექტ 8“, ნურბურგრინგის ლეგენდარულ ჩრდილოურ
მარყუჟზე უსწრაფესი ოთხკარიანი ავტომობილია. 20-კილომეტრიანი ტრასა მან 7 წუთსა და
21.23 წამში გაიარა და დაახლოებით 11 წამით გააუმჯობესა ტრასის წინა რეკორდი. რეკორდული
გარბენისას, 600-ცხენისძალიანი ავტომობილის საჭესთან ავტომრბოლი ვინსენტ რეიდმეიკერი
იჯდა.
Sunday, December 17, 2017
„იაგუარ E-პეისმა“ ევრო NCAP-ის ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა
„იაგუარის“ უახლესმა უგზოობის მოდელმა „E-პეისმა“, ევრო
NCAP-ის უსაფრთხოების ქრეშ ტესტების შემდეგ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება
დაიმსახურა. ამგვარად, ეს ავტომობილი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა მომხმარებლისთვის.
„რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფი“ - სუპერ ლუქს კლასის ახალი ლიდერი
Saturday, December 16, 2017
„ლენდ როვერი“ ახალ „დიფენდერს“ პირაპირ სერიული ვერსიის სახით გვიჩვენებს
„ლენდ როვერი“ ახალი თაობის „დიფენდერს“ მომავალი
წლის მეორე ნახევარში გაგვაცნობს ისე, რომ მანამდე მის კონცეპტუალურ ვერსიას არ
გვიჩვენებს. ავტომობილის (მისი კოდური სახელია L663) პრემიერა, კომპანიის
დაარსებიდან 70 წლის იუბილეს დაუკავშირდება.
Tuesday, December 12, 2017
„იაგუარი“ ელექტრული „I-პეისის“ წარმოებისთვის მზადებას ამთავრებს
„იაგუარმ“ პრაქტიკულად დაასრულა თავისი პირველი
ელექტრომობილის, ქროსოვერ „I-პეისის“ ტესტები და წარმოებისთვის მომზადება. ის უკვე
მზადაა მსოფლიო პრემიერისთვის, რომელიც მომავალი წლის დასაწყიში გაიმართება.
Monday, December 11, 2017
„ლენდ როვერ დისქავერი“ შოტლანდიის წლის ავტომობილია
შოტლანდიის ავტომლბილებზე მწერალ ჟურნალისტთა
ასოციაციის მიერ ჩატარებულ კონკურსში, წლის ავტომობილად „ლენდ როვერის“ უახლესი
„დისქავერი“ დასახელდა. მანამდე კი ამავე ავტომობილმა, უგზოობის მოდელების კლასშიც
პირველობა არავის დაუთმო.
Friday, December 8, 2017
სერიული „იაგუარ I-პეისის“ პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება
„იაგუარმა“ დაადასტურა, სრულად ელექტრულ ქროსოვერ „I-პეისის“
მსოფლიო პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე, მარტში გამართავს. ეს არის ბრიტანული
კომპანიის პირველი ელექტრომობილი, რომლითაც ის კონკურენციას „ტესლას“ ქროსოვერ
„მოდელ X-ს“ გაუწევს. ოღონდ, ამერიკული კონკურენტისგან განსხვავებით, მას უფრო
კუპეს ფორმა ექნება და „იაგუარისთვის“ შესაფერისად, მდიდრულადაც იქნება გაწყობილი.
Subscribe to:
Posts (Atom)