Tuesday, December 12, 2017

„იაგუარი“ ელექტრული „I-პეისის“ წარმოებისთვის მზადებას ამთავრებს

„იაგუარმ“ პრაქტიკულად დაასრულა თავისი პირველი ელექტრომობილის, ქროსოვერ „I-პეისის“ ტესტები და წარმოებისთვის მომზადება. ის უკვე მზადაა მსოფლიო პრემიერისთვის, რომელიც მომავალი წლის დასაწყიში გაიმართება.

ტესტების პროცესში, 200-ზე მეტი პტოტოტიპი გამოიცადა, რომლებმაც ჯამში 2.4 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარეს. გარდა ამისა, ავტომობილის ცალკეულ კომპონენტებს 11 000 საათის განმავლობაში უტარდებოდა ტესტები. ასეთი ყოვლის მომცველი პროგრამის დასრულების შემდეგ, ბრიტანული კომპანია აცხადებს, რომ „I-პეისი“ მზადაა იმისათვის, რომ შოურუმებში დაიკავოს ადგილი.
„მთელს მსოფლიოში ტესტებზე 1.5 მილიონ მილზე მეტის გავლის შემდეგ, „I-პეისი“ წარმოებისთვის მზადაა. ტესტების დროს მან დაამტკიცა, რომ ერთი სრული დამუხტვით, გრძელი დისტანციის გავლა შეუძლია. გარდა ამისა, „იაგუარის“ პირველ ელექტრომობილს სწრაფად დამუხტვის უნარიც აქვს. ჩვენი მიზანია, რომ მოკლე პაუზის დროს, ელემენტების ნულიდან 80 პროცენტამდე დამუხტვაც შესაძლებელი იყოს“, - ამბობს „იაგუარის“ ავტომობილების ხაზის დირექტორი იან ჰობანი.
როგორც კომპანია აცხადებს, ელექტრომობილის შეძენაზე, უკვე ათასობით პოტენციურ მომხმარებელს, დეპოზიტი აქვს გახსნილი, ან წინასწარი განაცხადი აქვს შეტანილი. „იაგუარმა“ მათგან რამდენიმე კენჭისყრით შეარჩია. ისინი ინჟინრებთან ერთად, ავტომობილის ბოლო ტესტებში მიიღებენ მონაწილეობას.
მათ შორისაა პასადენელი (კალიფორნია) ენ ვოიერი, ვისაც აინტერესებს, ეყოფა თუ არა „I-პეისს“ ენერგია იმისათვის, რომ კალიფორნიის ვესტ კოუსტში იმგზავროს, რასაც ხშირად აკეთებს. ტესტების დროს, მან ელემენტების ერთი სრული დამუხტვით, უწყვეტად შეძლო 200 მილის (დაახლოებით 320 კილომეტრი) გავლა.
„იაგუარი“ ელექტრომობილის მახასიათებლებს და ფასებს მარტში გამოაცხადებს, რის შემდეგაც, „I-პეისზე“ შეკვეთების მიღებას დაიწყებს.

No comments:

Post a Comment