მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ავტომობილმა, „იაგუარ
F-პეისმა“ ევრო NCAP-ის უსაფრთხოების ქრეშ ტესტებზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი
შეფასება დაიმსახურა. ბრიტანული კომპანიის პირველმა ქროსოვერმა 93-პროცენტიანი
შეფასება დაიმსახურა ზრდასრულთა დაცულობაში, 85-პროცენტიანი შეფასება მიიღო
ბავშვთა დაცვის შეფასებაში და 80 პროცენტი - ფეხმავალთა დაცულობაში.
დახვეწილი დიზაინით (რომელიც წლის საუკეთესო დიზაინის
პრიზით დაჯილდოვდა), ინოვაციური ინჟინერიით და ახლა უკვე ხუთვარსკვლავიანი უსაფრთხოებით,
„F-პეისი“ საუკეთესო საოჯახო ავტომობილია. უფრო ადრე, ევრო NCAP-ის უმაღლესი
შეფასება ასევე დაიმსახურა „იაგუარის“ კომპაქტურმა SUV-მა „E-პეისმა“.
„F-პეისის“ ეკიპირებაში, უსაფრთხოების არაერთი
უახლესი სისტემა შევიდა. მათ შორისაა საგანგებო დამუხრუჭების ავტონომიური სისტემა,
რომელშიც ფეხმავალთა დაფიქსირების ფუნქციაც გააჩნია. სისტემას შეუძლია სხვა ავტომობილთან,
ან ფეხმავალთან შეჯახების ხიფათის წინდაწინ დაფიქსირება და ამ დროს, ავტომატურად
იყენებს მუხრუჭებს. ტესტებისას ამ სისტემამ შესანიშნავად იმუშავა და მისი
წყალობით, ავტომობილმა ფეხმავალთა უსაფრთხოებაში უმაღლესი შეფასება მიიღო.
აღსანიშნავია,
რომ „F-პეისმა“ სწრაფად მოიპოოვა „იაგუარის“ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის წოდება.
„იაგუარ ლენდ როვერის“ სოლიჰალის ქარხნიდან უკვე გამოშვებულია 100 ათასზე მეტი „F-პეისი“.
უგზბის სპორტულმა მოდელმა, სხვადასხვა ქვეყანასა და საერთაშორისო კონკურსებში, 70-ზე
მეტი ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს
2017 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებაა.
No comments:
Post a Comment