„იაგუარის“ უახლესმა უგზოობის მოდელმა „E-პეისმა“, ევრო
NCAP-ის უსაფრთხოების ქრეშ ტესტების შემდეგ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება
დაიმსახურა. ამგვარად, ეს ავტომობილი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა მომხმარებლისთვის.
ტესტების შედეგად დადგინდა, რომ ბრიტანული კომპანიის
უგზოობის კომპაქტური მოდელი, ზრდასრულ მგზავრთა უსაფრთხოებას 86 პროცენტით, ბავშვ
მგზავრთა უსაფრთხოებას 87 პროცენტით და ფეხმავალთა უსაფრთხოებას კი 77 პროცენტით
უზრუნველყოფს.
ავტომობილი-ავტომობილზე წინიდან და გვერდიდან შეჯახების,
ასევე ბარიერთან გვერდითი შეჯახების ტესტებისას, ბავშვთა დაცულობის მხრივ, „E-პეისმა“
ქულების მაქსიმალური რაოდენობა მიიღო. მანვე მაღალი შეფასება დაიმსახურა ფეხმავლების
უსაფრთხოების ტესტირებისას. განსაკუთრებით დაფასდა ფეხმავლის დაცულობის ხარისხი.
„უსაფრთხოებაზე
ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ამიტომ ჩვენ გვიხარია, რომ ევრო NCAP-მა
„იაგუარ E-პეისის“ უსაფრთხოებას ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა. ეს ავტომობილი „იაგუარს“
ახალ მომხმარებლებს შესძენს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახებს, ვისთვისაც
უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით განსაკუთრებით
გავისარჯეთ. უსაფრთხოებასთან ერთად, შესანიშნავი დიზაინის და მართვის უბადლო დინამიკის
გათვალისწინებით, „E-პეისი“ ყოველმხრივ თანამედროვე ავტომობილია“, - ამბობს „იაგუარ
ლენდ როვერის“ საინჟინრო ჯგუფის დირექტორი ნიკ როჯერსი.
No comments:
Post a Comment