Sunday, December 17, 2017

„რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფი“ - სუპერ ლუქს კლასის ახალი ლიდერი

სუპერ ლუქს კლასის ავტომობილების სეგმენტს ახალი ლიდერი ჰყავს - „რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფი“, რომელიც სპეც პროექტების შტო „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზის“ მიერ არის შემუშავებული. „ლენდ როვერმა“ ის პირველად ლოს ანჯელესის ავტო შოუზე წარადგინა. ეს არის ბრიტანული კომპანიის პირველი მოდელი, რომლის ფასიც 200 ათას დოლარზე მეტია.
ახალი ავტომობილი შესრულების უმაღლესი დონით და უახლესი ტექნოლოგიებით გამოირჩევა, რითაც მდიდრულად მგზავრობის გარანტიას იძლევა. ის გრძელბაზიან შასიზეა აგებული, რაც სალონში დიდ სივრცეს ქმნის. განსაკუთრებული კომფორტულობით კი უკანა, ინდივიდუალური სავარძლები გამოირჩევა, რომლებიც თავის მგზავრებს ლიმუზინის დარი კომფორტით უზრუნველყოფს.
უკანა სავარძლების მგზავრთა ფეხებისთვის გამოყოფილი ადგილის სიგრძე 1.2 მეტრია! სავარძლებს რბილი ქაფის სქელი ფენა აქვს, რაც კომფორტს აუმჯობესებს. სავარძლები აღჭურვილია ავტომატური სარეგულირებლებით, რომლებიც საზურგის 40 გრადუსით დახრას უზრუნველყოფს. ასევე მგზავრთა განკარგულებაშია ეგრეთ წოდებული ცხელი ქვის მასაჟორის ფუნქცია. სავარძლებს აქვს ფეხების დასაყრდნობი, რომლებიც გამათბობლებით არის ეკიპირებული. გარდა ამისა, ისინი 22 მიმართულებით რეგულირდება.
ორივე უკან კარი შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით იღება და იხურება. ცენტრალური კონსოლი ფართოა და მასზე ინფოტაინმენტ სისტემა „ტაჩ პრო დუოს“ მართვის საშუალებები განლაგდა. მასზევეა განლაგებული გასაშლელი მინი-მაგიდები, რომლებიც ასევე ავტომატურად იხსნება. უკანა სავარძლებზე მიმაგრებულია ინფოტაინმენტ სისტემის ეკრანები. მომხმარებლების განკარგულებაშია 4G უკაბელო კავშირის საშუალება. სავარძლებს შორის კი მცირე ზომის მაცივარი განლაგდა, რომელშიც ღვინს ორი, ან 600 მილილიტრი ტევადობის ოთხი ბოთლი ეტევა.
„რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფის“ ვერსია P400e-ს აღჭურვილობაში შევიდა პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრული დანადგარი, რომელიც 404 ცხენის ძალას და 640 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 2.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 64 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე, 51 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი (13.1 კილოვატსაათი) კი სწრაფად დასამუხტი სისტემით, 2 საათსა და 45 წუთში ივსება.
ჰიბრიდულ სისტემაში შევიდა სერია ინჯენიუმის 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან წყვილში ერთი ელექრო ძრავი და 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. მამოძრავებელი ძალით ოთხივე ბორბალი მარაგდება, რომლებიც მუდმივი მოდების რეჟიმში მუშაობენ. ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 6.4 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარი კი საათში 220 კილომეტრს აღწევს.
პლაგ-ინ მოდელს ორ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ესენია პარალელურ-ჰიბრიდული და ელექტრული. პირველ შემთხვევაში, შიდაწვის და ელექტრო ძრავები ერთდროულად არის ჩართული მუშაობაში. პირველ რეჟიმში აგრეგატს ორი ფუნქცია გააჩნია. ერთის (სეივ) შერჩევისას, სისტემა აკონტროლებს ელექტრო ენერგიის მარაგს და მას დასაშვებზე დაბლა ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს, რისთვისაც საქმეში გენერატორს რთავს. მეორის (ენერგიის ოპტიმიზაცია) შერჩევისას, საქმეში ნავიგაციის სისტემა ერთვება და მარშრუტის გათვალისწინებით, აგრეგატს ენერგიის მინიმალური მოხმარების რეჟიმში ამუშავებს.

ჰიბრიდული სისტემის გარდა, „რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფის“ ძრავების გამაში კიდევ ოთხი აგრეგატი შედის, რომელთაგან ორი დიზელისაა და ორიც - ბენზინის (ორივე მექანიკური დამჭირხნით). პირველი ორია 3.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი (258 ცხ.ძ და 600 ნმ) და 4.4-ლიტრიანი ტურბოდიზელი (339 ცხ.ძ და 740 ნმ). ბენზინის აგრეგატებია: 3.0-ლიტრიანი V6 (340/380 ცხ.ძ და 248 ნმ) და 5.0-ლიტრიანი V8 (565 ცხ.ძ და 700 ნმ).

No comments:

Post a Comment