„ლენდ როვერი“ ახალი თაობის „დიფენდერს“ მომავალი
წლის მეორე ნახევარში გაგვაცნობს ისე, რომ მანამდე მის კონცეპტუალურ ვერსიას არ
გვიჩვენებს. ავტომობილის (მისი კოდური სახელია L663) პრემიერა, კომპანიის
დაარსებიდან 70 წლის იუბილეს დაუკავშირდება.
გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ კონცეპტუალური მოდელი
არ წარმოგვიდგინოს, განაპირობებს იმის შიში, რომ შესაძლოა, ჩინურმა კომპანიებმა, ახალი
„დიფენდერის“ ფორმების კოპირება უფრო ადრე მოასწრონ, ვიდრე ეს ავტომობილი ბაზარზე
გამოვა.
„ლენდ როვერმა“ 2011 წელს კონცეპტუალური DC100 (ფოტოზე)
გვიჩვენა, რომელიც ახალი „დიფენდერი“ უნდა გამხდარიყო. მაგრამ კომპანიამ მასზე იმდენად
უარყოფითი გამოხმაურება მიიღო, რომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა შეწყდა. თუმცა
გარეგნობის გარდა, არსებობდა სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც, კონცეპტი DC100
დაიწუნეს.
„დიფენდერი“ არასდროს ყოფილა ძვირადღირებული
ავტომობილი, მაგრამ ბოლო წლებში მისი წლიური გაყიდვები 20 000-ს არ გასცდენია. „ლენდ
როვერს“ კი სურს, რომ ახალი „დიფენდერის“ წლიური გაყიდვები 100 000 ერთეულს ასცდეს.
ამას კი წინასწარი მარკეტინგული მომზადება სჭირდება.
ბრიტანული კომპანია ახალი ავტომობილისთვის, D7u
არქიტექტურის მოდიფიცირებულ, უფრო მტკიცე ვერსიას გამოიყენებს. არ არქიტექტურაზე
სამი მოდელი - „რეინჯ როვერი“, „რეინჯ როვერ სპორტი“ და „დისქავერია“ ბაზირებული.
რა თქმა უნდა, ახალი „დიფენდერი“ სერია ინჯენიუმის ბენზინის და დიზელის ძრავებით
აღიჭურვება.
ახალი
„დიფენდერი“ ბაზარზე 2019 წელს გამოვა.
No comments:
Post a Comment