შოტლანდიის ავტომლბილებზე მწერალ ჟურნალისტთა
ასოციაციის მიერ ჩატარებულ კონკურსში, წლის ავტომობილად „ლენდ როვერის“ უახლესი
„დისქავერი“ დასახელდა. მანამდე კი ამავე ავტომობილმა, უგზოობის მოდელების კლასშიც
პირველობა არავის დაუთმო.
ამ კონკურსში ეს „ლენდ როვერის“ ავტომობილების
მესამე გამარჯვებაა. პირველად აღიარება მეოთხე ტაობის „დსქავერიმ“ მოიპოვა 2009
წელს, ორი წლის შემდეგ კი პირველობა „რეინჯ როვერ ევოუკს“ ერგო.
კონკურსის ჟიურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში
ნათქვამია, რომ მეხუთე თაობის „დისქავერის“ მართვის დასაწყისიდანვე, მათ ჩამოუყალიბდათ
შეხედულება, რომ საქმე გამორჩეულ ავტომობილთან ჰქონდათ. „ეს არის 4x4 ავტომობილი,
რომელიც „ლენდ როვერისთვის“ ტრადიციულ, თავგადასავლების მაძიებლის სულისკვეთებას
აგრძელებს, რომელსაც ყველა ის უნარი აქვს, რითაც „დისქავერი“ ყოველთვის იყო
გამორჩეული. „მას მართლაც შეუძლია მთაზე ასვლა და მდინარეების გადალახვა.
იმავდროულად, შესანიშნავია ქალაქში, სოფლად და მაგისტრალზეც“, - ნათქვამია ჟიურის
განცხადებაში.
No comments:
Post a Comment