Friday, December 8, 2017

სერიული „იაგუარ I-პეისის“ პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება


„იაგუარმა“ დაადასტურა, სრულად ელექტრულ ქროსოვერ „I-პეისის“ მსოფლიო პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე, მარტში გამართავს. ეს არის ბრიტანული კომპანიის პირველი ელექტრომობილი, რომლითაც ის კონკურენციას „ტესლას“ ქროსოვერ „მოდელ X-ს“ გაუწევს. ოღონდ, ამერიკული კონკურენტისგან განსხვავებით, მას უფრო კუპეს ფორმა ექნება და „იაგუარისთვის“ შესაფერისად, მდიდრულადაც იქნება გაწყობილი.

სერიული მოდელი გარეგნულადაც და ინტერიერითაც, კონცეპტუალურ ვერსიასთან ახლოს იქნება. კერძოდ, ქროსოვერს გამოარჩევს ძალიან მოკლე წინა და უკანა გადმონაშვერები. გრძელი ბაზა კი სალონში დიდ სივრცეს განაპირობებს. ბაზაში მოთავსდება ელემენტების ბლოკი.
რაც შეეხება ელექტრულ ძალურ დანადგარს, მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. კონცეპტუალურ ვერსიაზე, წინა და უკანა ღერძებს თითო ელექტრო ძრავი ემსახურება. ორივე ჯამში 400 ცხენის ძალას და 700 ნუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან ავტომობილი მუდმივად სრულ ამძრავიანია. ძრავებს ენერგიით ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ენერგო ტევადობაც 90 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით 50000 კილომეტრის გავლა შეძლოს.
ახლახანს „იაგუარ I-პეისის“ სატესტო პროტოტიპის გამოცდა ბრიტანულმა გამოცემა „ავტოქარმა“ ჩაატარა, რომლის რეპორტაჟშიც ნათქვამია, რომ ელექტრული ქროსოვერი ძალიან სწრაფი და მანევრულია.

No comments:

Post a Comment