„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ 21-წლიანი პაუზის
შემდეგ, აშშ-ის და კანადის ბაზრებზე მოდელ „დიფენდერს“ დააბრუნებს. კომპანიამ
ამერიკაში უკვე გაგზავნა ახალი „დიფენდერის“ სატესტო პროტოტიპები, რომლების საგზაო ტესტებიც იანვრიდან
დაიწყება.
Thursday, December 27, 2018
Friday, December 21, 2018
„ლენდ როვერის“ ტიზერი „დიფენდერის“ დებიუტის დროს გვამცნობს
„ლენდ როვერმა“ საშობაო არდადეგების წინ, ახალი
„დიფენდერის“ შესახებ ფოტო ტიზერი გაავრცელა, რომლის მეშვეობითაც გვამცნობს, რომ ამ
ავტომობილის პრემიერა 2019 წლამდე არ გაიმართება, 27 დეკემბერს კი მის შესახებ
ახალ ინფორმაციას გაავრცელებს.
Sunday, December 16, 2018
„ლენდ როვერმა“ ახალი „დიფენდერი“ შესაძლოა სლოვაკეთში გამოუშვას
კომპანია „IHS მარკიტის“ (IHS
- ინფორმაციის მართვის სერვისი) ინფორმაციით, ახალი „დიფენდერი“ გახდება მეორე
ავტომობილი, რომელსაც „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესი სლოვაკური ქარხანა
გამოუშვებს.
Saturday, December 15, 2018
„იაგუარ I-პეისი“ ნორვეგიის წლის ავტომობილი გახდა
ნორვეგიის წლის ავტომობილის კონკურსში გამარჯვება
„იაგუარის“ პირველმა ელექტრომობილმა, „I-პეისმა“ მოიპოვა. ჟიურიმ, რომელშიც რვა
ნორვეგიელი საავტომობილო ექსპერტი, მათ შორის პროფესიონალი ავტომრბოლი, ავტო
დიზაინერი და საავტომობილო ჟურნალისტები შედიოდნენ, ბრიტანული ელექტრომობილი რვა
ფინალისტს შორის გამოარჩია.
Friday, December 14, 2018
„ლენდ როვერმა“ თავის ძველ თანამშრომელს ოცნება აუხდინა
Sunday, December 9, 2018
ევრო NCAP-ის 5 ვარსკვლავი „იაგუარ I-პეისს“
„იაგუარის“ პირველმა ელექტრომობილმა, ევრო NCAP-ის
უსაფრთხოების ქრეშ ტესტების შემდეგ, 5-ვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.
უგზოობის ელექტრომობილმა ქულების 91 პროცენტი ზრდასრულ მგზავრთა დაცულობისთვის, 81
პროცენტი არასრულწლოვან მგზავრთა უსაფრთხოებისთვის და 81 პროცენტიც უსაფრთხოების
დამხმარე სისტემებისთვის მიიღო.
Saturday, December 8, 2018
„იაგუარ ლენდ როვერი“ ჟენევის მოტორ შოუს გამოტოვებს
„იაგუარ ლენდ როვერი“ ჟენევის მომავალი წლის მოტორ
შოუს გამოტოვებს. მიზეზი მარტივია - კომპანიას არ ექნება სიახლე, რომელსაც დიდ
საავტომობილო ფორუმზე გაიტანს და მასზე უბრალო დასწრება, ფულის ტყუილად ფლანგვა
იქნება. სამაგიეროდ, ბრიტანული კომპანია წარმოებისთვის ახალ „დიფენდერს“ ამზადებს,
რომლის მსოფლიო პრემიერაც სავარაუდოდ, ფრანკფურტის მოტორ შოუზე (სექტემბერში) გაიმართება.
Subscribe to:
Posts (Atom)