დოროთი წლების განმავლობაში მუშაობდა „ლენდ
როვერში“, მაგრამ ავტომობილებით, რომლებსაც აწყობდა, არც არასდროს უმართავს და არც
უმგზავრია. ის კომპანიის ცნობილ სატესტო პოლიგონ „ჯანგლ ტრეკზე“, „ლენდ როვერით“
გავლაზე ოცნებობდა. ეს ის ტრეკია, რომელსაც ბრიტანული კომპანიის ყველა ახალი
მოდელი, წარმოების დაწყებამდე, ურთულეს ტესტებს გადის.
ახლახანს მას ეს ოცნება თავად კომპანიამ აუსრულა.
ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა „ლენდ როვერ კლასიკ რიბორნის“ მემკვიდრეობის
ექსპერტმა მაიკ ბიშოპმა, ძველი ფოტოსურათი ნახა, რომელზეც ახალგაზრდა დოროთი
„სერიზ I-ის“ გვერდით იწონებს თავს. ეს ფოტო 70 წლის წინათ არის გადაღებული. ბიშოპი
დოროთის და მის ოჯახს გაესაუბრა და გაარკვია, რომ მას აუსრულებელი ოცნება ჰქონდა.
„ლენდ როვერში“ ბევრი არ უფიქრიათ და იმ შასი #16
„სერიზ I-ით“, რომელიც „ლენდ როვერ კლასიკ რიბორნის“ დამსახურებით, სრულად არის
განახლებული, დოროთი პიტერსი პოლიგონ „ჯანგლ ტრეკზე“ სამოგზაუროდ გაიყვანეს.
„ძალიან გამიმართლა, რომ ლენდ როვერ ფესტის დროს, ბევრ
ენთუზიასტს და ძველ თანამშრომელს შევხვდი. ერთხელ ძალიან მომხიბლავმა ქალბატონმა
მომმართა და თავისი ფოტოები მიჩვენა, რომლებიც სოლიჰალშია გადაღებული. მაშინ
წარმოდგენაც არ მქონდა, რომ შასი ნომერ 16-ს გამო, განსაკუთრებული ურთიერთობა
ჩამოგვიყალიბდებოდა. ის კომპანიაზე უსაზღვრო ენთუზიაზმით საუბრობდა. და ძალიან
გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ იმ მისი პირველი ავტომობილის მფლობელი ამჟამად მე ვარ“,
- ყვება ბიშოპი.
„არ მჯეროდა, როცა სოლიჰალის ფესტივალისას, ჩემი
ფოტოების ჩვენების შემდეგ, მისი რეაქცია ვნახე. ვერც ვიფიქრებდი, თუ ეს საუბარი სოლიჰალის
პოლიგონზე გასეირნერბამდე მიგვიყვანდა. ძალიან ვისიამოვნე იმით, რომ ამ დღის
სიხარული, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს გავუზიარე. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო იმ
სხვაობის ხილვა, რაც ძველ და ახალ ქარხნებს შორისაა. თავი სიზმარში მეგონა. ეს
არასდროს დამავიწყდება“, - ყვება „ლენდ როვერის“ ბედნიერი გმირი, დოროთი პიტერსი.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=OkQ_AOsq7ZA
No comments:
Post a Comment