Thursday, December 27, 2018

„ლენდ როვერ დიფენდერი“ ამერიკას უბრუნდება

„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ 21-წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ის და კანადის ბაზრებზე მოდელ „დიფენდერს“ დააბრუნებს. კომპანიამ ამერიკაში უკვე გაგზავნა ახალი „დიფენდერის“  სატესტო პროტოტიპები, რომლების საგზაო ტესტებიც იანვრიდან დაიწყება.

სატესტო პროგრამის დასრულების შემდეგ, 2019 წლის მეორე ნახევარში, ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ოღონდ სად, ამას ბრიტანული კომპანია ჯერ არ ამხელს. ახალი „დიფენდერის“   გაყიდვები 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.

„ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ „დიფენდრის“ ყოველმხრივი ტესტებისთვის, ამერიკა საუკეთესო ადგილია, რადგან იქ პრაქტიკულად ყველა ტიპის გზაზე გამოცდებია ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, ავტომობილს იქ უმკაცრეს პირობებში ჩაუტარდება ტესტები. როგორც კომპანია აცხადებს, ტესტები -40 და +50 გრადუსის პირობბში, ზღვის დონიდან 4 000 მეტრის სიმაღლეზე, ქვიან, ქვიშიან, ტალახიან და თოვლიან გზებზე ჩატარდება.

ახალ „დიფენდერს“ ექსტერიერის და ინტერიერის სრულიად ახალი დიზაინი აქვს. გარდა ამისა, ის უახლესი დამხმარე, კავშირის და უსაფრთხოების ტექნოლოგიებით, ასევე ეკონომიური ძრავებით აღიჭურვება. კომპანია ირწმუნება, რომ ეს იქნება „რევოლუციური პროდუქტი, რომელიც ფართო საზოგადოებას მიიზიდავს“.

No comments:

Post a Comment