ნორვეგიის წლის ავტომობილის კონკურსში გამარჯვება
„იაგუარის“ პირველმა ელექტრომობილმა, „I-პეისმა“ მოიპოვა. ჟიურიმ, რომელშიც რვა
ნორვეგიელი საავტომობილო ექსპერტი, მათ შორის პროფესიონალი ავტომრბოლი, ავტო
დიზაინერი და საავტომობილო ჟურნალისტები შედიოდნენ, ბრიტანული ელექტრომობილი რვა
ფინალისტს შორის გამოარჩია.
კონკურსის დროს, ჟიურის წევრები, ყველა ფინალისტი
ავტომობილის თვისებებს ტესტირებისას გაეცნენ. მათ შეაფასეს როგორც ავტომობილების
მახასიათებლები, ასევე დინამიკა, კომფორტი, დიზაინი და სხვა თვისებები. „I-პეისში“
მათ განსაკუთრებით პრემიუმ ატმოსფერო და სვლის სიშორე მოიწონეს, რაც თანამედროვე
ელექტრომობილისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საბოლლოდ, ჟიურის რვა წევრიდან, შვიდმა პირველობა
სწორედ „იაგუარ I-პეისს“ მიანიჭა.
„იგაუარმა თავისი პირველი ელექტრომობილით, ბევრის
პატივისცემა დაიმსახურა. ის სამაგალითოა თავისი ხარისხით, მართვადობით, სვლის სიშორით
და დიზაინით. ბევრი ელექტრომობილის საჭესთან ვმჯდარვარ და ეს მათ შორის ყველაზე
მეტად მომეწონა. დიდი ხანია, რაც ნორვეგიის წლის ავტომობილი ასე იოლად არ
აგვირჩევი“, - ამბობს კონკურსის ჟიურის შეფი ესპენ სტენსრუდი.
ნორვეგიის ბაზარზე „I-პეისის“ გამოჩენამ,
„იაგუარის“ გაყიდვები ბოლო ექვს თვეში გააორმაგა. საერთოდ, ეს ქვეყანა მთელს
მსოფლიოში გამორჩეულია ელექტრომობილების და ჰიბრიდული გაყიდვების წილობრივი
მოცულობის მხრივ. იქაურ გზებზე უკვე 178 500-ზე მეტი ელექტრომობილი გადაადგილდება.
ნორვეგიაში წელს გაყიდული ავტომობილების 29 პროცენტი ელექტრომობილია. ჰიბრიდულ და
პლაგ-ინ ჰიბრიდულ მოდელებთან ერთად, ელექტრომობილებზე ქვეყნის ავტოპარკის თითქმის 60
პროცენტი მოდის.
„I-პეისის“ მსოფლიო პრემიერა 1 მარტს გაიმართა და
მთელს მსოფლიოში, მას უკვე 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული.
No comments:
Post a Comment