Saturday, December 8, 2018

„იაგუარ ლენდ როვერი“ ჟენევის მოტორ შოუს გამოტოვებს

„იაგუარ ლენდ როვერი“ ჟენევის მომავალი წლის მოტორ შოუს გამოტოვებს. მიზეზი მარტივია - კომპანიას არ ექნება სიახლე, რომელსაც დიდ საავტომობილო ფორუმზე გაიტანს და მასზე უბრალო დასწრება, ფულის ტყუილად ფლანგვა იქნება. სამაგიეროდ, ბრიტანული კომპანია წარმოებისთვის ახალ „დიფენდერს“ ამზადებს, რომლის მსოფლიო პრემიერაც სავარაუდოდ, ფრანკფურტის მოტორ შოუზე (სექტემბერში) გაიმართება.

თავიდან ახალი „დიფენდერის“ პირველი ჩვენება წელს იყო მოსალოდნელი, მაგრამ რამდენადაც წელს ასევე „ლენდ როვერის“ ყველაზე გაყიდვადი მოდელის, „რეინჯ როვერ ევოუკის“ მეორე თაობის პრემიერა ჩატარდა, კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ორი მოდელის პრემიერა ერთმანეთს არ დაემთხვეოდა.
გარდა ამისა, როგორც „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი, რალფ სპეტი ამბობს, ჟენევის გამოტოვება კომპანიას სოლიდურ თანხებს დააზოგვინებს, რაც ევროპაში გაყიდვების შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანია. გაყიდვების კლება კი ბრექსიტის და ზოგადად დიზელის ძრავებზეთან დაკავშირებული გაურკვევლობის შედეგია.

No comments:

Post a Comment