Sunday, September 30, 2018

„იაგუარმა“ კიდევ ერთი რეკორდი ძველ ფრანგულ ტრასაზე დაამყარა

კლერმონ ფერანის ავტოდრომმა „შარადმა“ ფორმულა 1-ის რბოლებს ოთხჯერ (1965, 1969, 1970 და 1972 წლებში) უმასპინძლა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, მისი გრძელი ვარიანტი (8 კილომეტრი) ბოლოს 1988 წელს გამოიყენეს. მოკლე ვარიანტზე რბოლები ახლაც ტარდება, თუმცა იმის გამო, რომ სავალ ნაწილზე, ვულკანური მთის ნაშალი ქვები ცვივა და ტრასას თითქმის არ აქვს უსაფრთხოების ზონები, ეს ტრასა მეტწილად მივიწყებულია.

Saturday, September 29, 2018

„იაგუარი“ მოდელ XJ-ს 50 წლის იუბილეს პარიზის მოტორ შოუზე აღნიშნავს

„იაგუარი“ წელს თავისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელის, ლუქს კლასის ფლაგმან სედან XJ-ს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის ქესტლ ბრომვიჩის ქარხნიდან, სტარტს აიღებს კოლონა, რომელშიც XJ-ს რვავე თაობის მოდელი შევა. კოლონას რამდენიმე გაჩერება ექნება და 839 კილომეტრის გავლის შემდეგ, პარიზში ჩავა, სადაც დიდ საავტომობილო შოუში მიიღებს მონაწილეობას.

Thursday, September 20, 2018

„იაგუარ I-პეისი“: ერთი დამუხტვით ლონდონიდან ბრიუსელამდე


„იაგუარ I-პეისმა“ თავისი პრაქტიკულობა დაამტკიცა - ლონდონიდან ბრიუსელამდე მოგზაურობისს, მხოლოდ ერთი დამუხტვა იმყოფინა. ელექტრულმა ქროსოვერმა, მოგზაურობა ლონდონის სამხრეთიდან დაიწყო, რა დროსაც, მისი 90-კილოვატსაათიანი ელემენტების ბლოკი სრულად იყო დამუხტული.

Monday, September 17, 2018

„ლენდ როვერი“ ახალ „დიფენდერს“ რამდენიმე ვარიანტად გამოუშვებს

 „ლენდ როვერი“ მალე თავისი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის, „დიფენდერის“ სრულიად ახალ თაობას გამოუშვებს. და გამოუშვებს არა მხოლოდ ერთ ავტომობილს, არამედ მთელ ოჯახს, რომელიც ცალკეულ, „დიფენდერის“ ქვებრენდის სახით ჩამოყალიბდება. ბრიტანული კომპანიას ახალ ოჯახს, ბორბლებს შორის ორი სხვადასხვა ბაზით და რამდენიმე მოდელის სახით გამოუშვებს.

Saturday, September 15, 2018

„იაგუარ XE SV პროჯექტ 8-ს“ სიჩქარის ახალი რეკორდი


„იაგუარის“ ოთხკარიანმა სუპერ ავტომობილმა, „XE SV პროჯექტ 8-მ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უსწრაფესი ოთხკარიანი მოდელია. ავტომობილმა, რომლის განკარგულებაშიც 600 ცხენის ძალაა და რომლის საჭესაც ამერიკელი ავტომრბოლი და გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ჟურნალისტი მართავდა, ლაგუნა სეკას (მონტერეი, კალიფორნია) 3.603-კილომეტრიანი ტრეკი 1 წუთსა და 37.54 წამში გაიარა, რითაც თავისი კლასის წინა რეკორდს თითქმის წამი მოაკლო.

Friday, September 14, 2018

„იაგუარი“ „I-პეისის“ თიხის უნიკალურ სამუშაო მოდელს შოტლანდიაში გამოფენს


„იაგუარი“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილ „I-პეისის“ თიხის სამუშაო მოდელს, რომლის გამოყენებითაც დიზაინერებმა ქროსოვერის ფორმა შეიმუშავეს, დანდიში (შოტლანდია) დიზაინის მუზეუმის გახსნაზე გამოფენს.

Tuesday, September 11, 2018

„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტონომიურ კაპსულას თვალები აქვს

„იაგუარ ლენდ როვერმა“ დაამზადა ავტონომიური ავტომობილი-კაპსულა, რომელსაც თვალები აქვს. პროექტი ბრიტანულ პროგრამა „ავტოდრაივის“ ფარგლებში შეიმუშავეს, რომლის მიზანიც, ავტომობილსა და ფეხით მოისიარულეებს შორის უსაფრთხო ურთიერთობის შესაძლებლობათა შესწავლაა. კაპსულის თვალების დანიშნულება, ავტომობილსა და ფეხმავალს შორის მხედველობითი კონტაქტის იმიტირება და შემდგომში მისი შესაძლო გამოყენებაა.