„იაგუარ I-პეისმა“ თავისი პრაქტიკულობა დაამტკიცა -
ლონდონიდან ბრიუსელამდე მოგზაურობისს, მხოლოდ ერთი დამუხტვა იმყოფინა. ელექტრულმა
ქროსოვერმა, მოგზაურობა ლონდონის სამხრეთიდან დაიწყო, რა დროსაც, მისი
90-კილოვატსაათიანი ელემენტების ბლოკი სრულად იყო დამუხტული.
ავტომობილმა, რომელსაც „იაგუარის“ ინჟინერი სტივენ
ბულტერი მრთავდა, მსოფლიოში უგრძესი (50 კილომეტრი) ზღვისქვეშა გვირაბი გაიარა და კონტინენტზე
კალეს (საფრანგეთი) მახლობლად ამოვიდა. შემდეგ გეზი სამხრეთით აიღო და მოგზაურობა
ბრიუსელის მონ დეს არტსზე დაასრულა. ამ დროს, ავტომობილის ელემენტების ბლოკი 8
პროცენტით შევსებული იყო. არადა მაგისტრალის ერთ მონაკვეთზე, ელექტრომობილს საცობში
გავლამაც კი მოუწია.
იმისათვის, რომ მძღოლმა ერთი სრული დამუხტვით,
მაქსიმალური მანძილის გავლა შეძლოს, „I-პეისი“ ეკიპირებული ტექნოლოგიით, რომელიც
ენერგიის ოპტიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს. მოძრაობის დაწყებამდე, ეს სისტემა
ავტომატურად გაახურებს ელემენტებს ოპტიმალურ ტემპერატურამდე. ის ასევე სალონშიც
უზრუნველყოფს სასურველ ტემპერატურას. ამასთან, ეს ყველაფერი მანამ ხდება, სანამ ავტომობილის
ელემენტები იმუხტება და ამ დროს, სისტემა ენერგიას ქსელიდან ღებულობს.
სანავიგაციო სისტემა, დანიშნულების ადგილის მითითების
მიღებისთანავე ადგენს ოპტიმალურ მარშრუტს, გამოიანგარიშებს მანძილს და მის გასავლელად
საჭირო ენერგიის მოცულობას. მოგზაურობის დროს, თუ ენრგს მოხმრება ჭარბი იყო და ის
ადგილზე მისასვლელად საკმარისი აღარაა, სისტემა ამის შესახებ წინასწარ აცნობებს მძღოლს.
უფრო მეტიც, რუქაზე სწრაფადვე იპოვნის უახლოეს სადგურს, სადაც ენერგიის შევსებაა შესაძლებელი.
100 კილოვატიანი სწრაფად დასამუხტი სისტემით, დამატებით 100 კილომეტრის გავლისთვის
საჭირო ენერგიას ელემენტები 15 წუთში შეივსებს. ამავე სისტემით, ელემენტების 80 პროცენტით
შესავსებად 40 წუთია საკმარისი.
No comments:
Post a Comment